„უკრაინა არის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე უკრაინის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ევროკავშირში შესვლის რეალური კანდიდატია.

„ბევრი ეჭვობს, იქნება თუ არა ევროპული მხარდაჭერა ასეთი ურყევი, მაგრამ დღეს  უკრაინა არის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა. ევროპული ქვეყნები სულ უფრო მეტ კრიტიკულ იარაღს აწვდიან უკრაინას. ჩვენ მივიღეთ დაახლოებით ოთხი მილიონი უკრაინელი ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სახლებსა და სკოლებში. ჩვენ დავაწესეთ უძლიერესი სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას ათწლეულის განმავლობაში რეგრესის წინაშე აყენებს, მის ინდუსტრიას კი  ნებისმიერი თანამედროვე და კრიტიკული ტექნოლოგიების გარეშე“, – აღნიშნა  ევროკომისიის პრეზიდენტმა ფორუმზე.

მსგავსი თემები