უკრაინამ ევროკავშირისგან 3 მილიარდი ევრო მიიღო

ევროკავშირმა უკრაინას პირველი ტრანში უკვე გადასცა. საუბარია 3 მილიარდ ევროზე, რომელიც 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანშია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„მადლობელი ვარ ევროკავშირის და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე გამარჯვებისთვის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინფორმაცია 3 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ევროკავშირმაც გაავრცელა.

„კომისიამ დღეს გადაიხადა პირველი 3 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში უკრაინისთვის 18-მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტიდან “, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები