ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინაში საომრად წასვლას აპირებდა

ბელარუსში საქართველოს მოქალაქე, გიორგი ზირაქაშვილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა სურდა.

მედიის ცნობით, 36 წლის კაცი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას ევროკავშირში შესვლა აეკრძალა წესების დარღვევის გამო.

მედიის განცხადებით, ზირაქაშვილმა საქართველოში ყოფნისას გადაწყვიტა ქართულ ლეგიონში გაწევრიანება და უკრაინის მხარეს ბრძოლა. მათი მტკიცებით, საელჩომ ურჩია უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო.

ტელევიზია ასევე ირწმუნება, რომ მან მიმართა მინსკში უკრაინის საელჩოს, რათა “უკრაინაში გადასულიყო”.

 

მსგავსი თემები