პუტინმა  შეიარაღებული ძალების რაოდენობის მილიონნახევრამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

ვლადიმერ პუტინმა  შეიარაღებული ძალების რაოდენობის მილიონნახევრამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის თავდაცვლის სამინისტროს ცნობით, 2023 წლიდან 2026 წლამდე რუსულ არმიას ფართომასშტაბიანი ცვლილებები, კერძოდ, პერსონალის რაოდენობის ზრდა, ელოდება.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე. გარანტირებულია სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. მხოლოდ შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების გაძლიერებით“, – ნათქვამია თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები