მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქარხანას ქმნიან, სადაც წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“

10 წელში ბავშვის გაჩენას ქალი არ დასჭირდება, მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქმნიან, ემბრიონებს კი „ქარხანაში“ გამოიყვანენ. ბიოტექნოლოგების გათვლით, ე.წ. სამშობიარო ქარხანაში წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“.

ვიდეო, რომელიც ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფციის შემქმნელებმა გაავრცელეს, საკმაოდ მძიმე სანახავია. მათი გათვლით, ხელოვნური საშვილოსნო ბევრ პრობლემას მოხსნის და ბავშვის ყოლისთვის ქალის საშვილოსნო საჭირო არც იქნება.

ხელოვნური საშვილოსნოში  ბავშვი მშობლებისგან  ყოველგვარი კონტაქტის გარეშე იბადება.  ვიდეოში ნაჩვენებია, როგორი იქნება მომავალში ხელოვნური საშვილოსნო. ეს არის ერთგვარი გამჭვირვალე კვერცხის ფორმის, სადაც ემბრიონი ხელოვნურად იზრდება. ემბრიონების ზრდა კი ე.წ. ქარხანაში ხდება. ვიდეოში საუბარია, რომ ყოველ წელს 30 000 ბავშვის „გამოყვანა“ შეუძლია ამ ე.წ. ქარხანას და ბავშვების ყოლა ორსულობისა და მშობიარობის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ბიოტექნოლოგების გათვლით, სამომავლოდ, სწორედ ეს ხელოვნური საშვილოსნოები იქნება შვილების გაჩენის მთავარო საშუალება. ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფცია საერთაშორისო მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელოვნური საშვილოსნოს პროექტზე მეცნიერები და ბიოტექნოლოგები ერთობლივად მუშაობენ.

ჰაშემ ალ გაილი არის ბიოტექნოლოგი, რომელიც პროექტის შექმნაშია ჩართული. როგორც ბიოტექნოლოგები აცხადებენ ხელოვნული საშვილოსნო ანალოგიური შემადგენლობის იქნება, როგორც ქალის საშვილოსნო. ექნება ჟანგბადი და ყველა საჭირო ნივთიერება. ემბრიონს ლაბორატორიაში გამოიყვანენ, რომელსაც შემდეგ ხელოვნურ საშვილოსნოში გადაიტანენ.

ხელოვნურ საშვილოსნოს ვიდეოკამერაც ექნება, რომლის საშუალებითაც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ემბრიონის ზრდის პროცესის, გულისცემის მოსმენა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.

უფრო მეტიც, შესაძლებელი იქნება, გენური ინჟინერიით, ბავშვს წინასწარ შეურჩიონ თვალის ფერი, თმის ფერი, კანის ფერი, სიმაღლე, ინტელექტი.

 

 

მსგავსი თემები