,,ადრე თუ გვიან, არესტოვიჩს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა”- გია ვოლსკი

ადრე თუ გვიან, არესტოვიჩს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა, რადგან მან რუსული პიარისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არესტოვიჩი არ არის ის პირი, ვინც განაპირობებს კიევის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რომლებიც საქართველოს ეხება

„არესტოვიჩი არ არის ის პირი, ვინც განაპირობებს კიევის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რომლებიც საქართველოს ეხება. თავად პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება იმდენად ნეგატიურია, რომ ეს აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს, პოლიტიკურ მიმართულებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისითაც უკრაინასთან მიმართებით აბსოლუტურად პირნათელია. არესტოვიჩი არის თვითშეყვარებული პოლიტიკოსი, რომელიც იჩემებდა მსოფლიოს მომავალი არქიტექტურის მსჯელობაში ავტორიტეტულობას. ადრე თუ გვიან, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა, რადგან მან რუსული პიარისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. იკვეთებოდა წინაპირობები, რომ ის აშკარად ასე მოიქცეოდა, იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ადრე ჰქონდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ფიგურა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკურ ხედვას საკმაოდ ფართოდ წარმოადგენდა, მათ შორის მედიასივრცეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

https://mcm.ge/174300/

მსგავსი თემები