„გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერი და შემდეგ თებერვალ-მარტი არის რესპირაციული ინფექციების პიკის პერიოდია.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, კოვიდის შემთხვევებმა კი მოიმატა.

„მთელს მსოფლიოში ამ წელს იყო რესპირაციული ინფექციების ძალიან მაღალი გავრცელება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სამი წელი „კოვიდის“ გამო იყო მკაცრი რეგულაციები. ის რესპირაციული ინფექციები, მათ შორის გრიპები ფაქტობრივად არ იყო. ახლა ეს რეგულაციები რომ მოიხსნა, წამოვიდა სეზონური რესპირაციული ინფექციები. საქართველოშიც ძალიან ბევრია შემთხვევები ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მაღალი რაოდენობაა რესპირაციული ინფექციების, 1990 წლის შემდეგ. არ ყოფნით საწოლები ხსნიან, დროებით “ემერჯენსებს“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ მიდის.

„საქართველოში ამ მხრივ გაუმჯობესდა ამჟამად სიტუაცია. სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, – ეს არის დიდი სიცრუე. არ არის მომზადებული კი არა, ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა რესპირაციულ ვირუსებს. მართალია, ძალიან ბევრი რესპირაციული ინფექციაა, გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს

ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია“ – აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

 

მსგავსი თემები