,,ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია”- ლევან ხაბეიშვილი

,,ვანო მერაბიშვილის რუსულ კავშირებზე განცხადება ანეკდოტია,” – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი გიორგი რურუას განცხადებას.

მისი თქმით, ასეთი განცხადების გაკეთება არ არის ნორმალური.

„არ ვიცი, თუ რაიმე პირადი დაპირისპირება აქვთ და ამის გამო კეთდება მსგავსი განცხადებები, გულწრფელად გეუბნებით ვწუხვარ, თუმცა ეს თავად გიორგის უნდა ჰკითხოთ. მე ვწუხვარ ამის გამო, ასეთი განცხადებების გაკეთება არ მიმაჩნია ნორმალურად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში… მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას”- გიორგი რურუა

მსგავსი თემები