,,ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ”- მოსამართლე მარიამ ჯიშკარიანს

,,40 წუთი თქვენს რეგალიებზე მესაუბრეთ და უხეშად მიმართეთ მხარეს, ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ,”- ასე მიმართა სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ  მარიამ ჯიშკარიანს.

მოსამართელემ მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლისადმი არასათანადო მიმართვის გამო გააფრთხილა.

„პროცესის ყველა მონაწილის მიმართ უნდა იყოთ კორექტული და პატივისცემით ესაუბრებოდეთ. დაახლოებით 40 წუთი თქვენს რეგალიებზე მესაუბრეთ და უხეშად მიმართეთ მხარეს, ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ! თუ იქამდე მივიდა ეს საქმე, რომ კიდევ გაგრძელდა, გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. პატივი ეცით საკუთარ თავსაც, თქვენ მომწვევ მხარესაც და მოწინააღმდეგე მხარესაც“, – განაცხადა მოსამართლემ.

მსგავსი თემები