ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს

ტრაპიზონში ქართველი „კანონიერი ქურდი“ რეზო ლორთქიფანიძე სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს.

„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, მოკლული „კანონიერი ქურდის“ რეზო ლორთქიფანიძის გარემოცვა ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, მკვლელების ნამდვილი სამიზნე მეორე „კანონიერი ქურდი“ , როინ უბილავა, იგივე მატევიჩი იყო, რომელიც ლორთქიფანიძის მეზობლად ცხოვრება.

ირკვევა, რომ ტრაპიზონში რეზო ლორთქიფანიძე და მატევიჩი ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობდნენ.

მკვლელობის დღეს ორივენი სახლიდან ლორთქიფანიძის მანქანით გავიდნენ. როდესაც ლორთქიფანიძე მარტო დაბრუნდა, მკვლელი, რომელიც მათ ელოდა, მანქანასთან მივარდა და მგზავრის მხარეს ფანჯრიდან იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რომელიც მატევიჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

მსგავსი თემები