,,ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება”- ლევან ხაბეიშვილი

,,ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება იმიტომ, რომ „მოღალატეობრივმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხთან კოალიციის გაკეთებას აპირებს.

„ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებების გარეშე და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, იმიტომ, რომ „ქართული ოცნებამ“ გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი არ გამოვა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას მოვემზადოთ მოქმედებისთვის და ბრძოლისთვის. ბრძოლის გარეშე ჩვენ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება გახდის რუსეთის გუბერნიად. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია – პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, იმიტომ რომ „მოღალატეობრივმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა. მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ ქართველ ხალხთან კოალიციის გაკეთებას ვაპირებ. ასევე, ქართველ ხალხთან და ყველა ნამდვილ ოპოზიციონერთან, რომელსაც ამ ქვეყნის გადმოტრიალება და ქვეყანაში სწრაფად უნდა რევოლუციური ცვლილებები. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ. ნამდვილი ოპოზიციონერი იძულებული გახდება ჩაერთოს პროცესში, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ მიმართული, მე ამაში ვარ დარწმუნებული და ამის პირობას საზოგადოებას ვაძლევ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები