,,ვინც ომის დროს ტელეეკრანებთან პოზირებს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს”- იონათამიშვილი არესტოვიჩზე

,,ვინც ომის დროს ტელეეკრანებთან პოზირებს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ალექსეი არესტოვიჩის გადადგომას.

იონათამიშვილის თქმით, ალექსეი არესტოვიჩი დიდ ფიგურას რომ არ წარმოადგენდა და გარკვეული მესიჯების გამოხმავენებელი იყო

„ომის დროს არიან ადამიანები, ვინც ღირსეულად იბრძვიან და არიან ადამიანებიც, ვინც ტელეეკრანებთან პოზირებენ ხოლმე – ვინც ამ მეორე გზას ირჩევს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს. შესაბამისად, აქ უჩვეულო არაფერია. უბრალოდ, მე გავიხსენებდი, ამ ადამიანს ზოგიერთი ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ლამის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად თვლიდა დედამიწის ზურგზე და დღეს საინტერესო იქნება მათი რეაქცია და კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი რომ დიდ ფიგურას არ წარმოადგენდა და გარკვეული მესიჯების გამხმოვანებელი იყო, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

მსგავსი თემები