პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს.
სარჯველაძის თქმით, რეალურად მათ არ აქვთ ისეთი დიაგნოზი, რომელიც კანონმდებლობით ადამიანის გათავისუფლების საფუძველს ქმნის
,,დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა დანიშნულიყო ამ საქმის განმხილველ მოსამართლედ, აუცილებლად წინასწარ ანონსს გამოაცხადებდნენ, რადგან თვითონ იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს. დიაგნოზი არ თქმულა. აი, რომ ჰქონდეს დადასტურებული კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი დიაგნოზი მაინც, რომელიც იწვევს ადამიანის გათავისუფლებისთვის საფუძვლის შექმნას, ამას დაფარავდნენ, არ გაამჟღავნებდნენ, როგორ ფიქრობთ? მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებდნენ. იციან, რომ ასეთი არ აქვთ, წარუმატებლობისთვისაა ეს განცხადება და მოთხოვნა განწირული, მხოლოდ პიარული ფუნქცია აქვს რეალურად ამ ნაბიჯს”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.