,,საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,  საელჩო ამაყობს, რომ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს უჭერს მხარს წლების განმავლობაში. მისი თქმით, თანამშრომლობის შედეგად, სახალხო დამცველის ოფისი ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე.

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მომავალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი წარმოშობს კვლავ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ, ერთგულ პროფესიონალს.

„სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე და ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან დიდი გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. აშშ-ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მის გუნდს და სახალხო დამცველის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს ამ წლების განმავლობაში. ერთობლივი თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისი, მისი შესაძლებლობები განვითარდა და უფრო ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანების უფლებათა დაცვაზე. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან, ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყნის სისტემაში.

დღევანდელ კონფერენციაზე, საბოლოო ანგარიშზე ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მრავალმა მიმართულებამ, რა მიმართულებითაც მუშაობდა და მუშაობს სახალხო დამცველი და როგორ აუმჯობესებს თავის საქმიანობის ეფექტურობას სხვადასხვა მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ ასეთივე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება გამბედაობა, რომ ისაუბროს, თქვა სიმართლე, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა დაცვაზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები