,,დუმის დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს”- გია ვოლსკი

,,დუმის დეპუტატის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც იმ პერიოდში სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რუსეთს ხელში ჩაუგო არამარტო საქართველოს ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები.

„ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. მან ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არამარტო ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები, გაყიდა საქართველოს ინტერესები და მიყიდა ის რუსეთის ოლიგარქიას, ეს არის რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდა, მაგრამ მეტს გეტყვით, პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ნამყოფი და უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. დუმის დეპუტატის ჩასვლა არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა იმ პერიოდში და პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, მეასეხარისხოვანია ეს და იმ დანაშაულს რაც თვითონ აქვთ, ჩადენილი, ვერ გადაფარავენ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

დუმის სპიკერი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება – (mcm.ge)

მსგავსი თემები