უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, 13 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. პოდოლიაკი გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის თქმითაც უკრაინის დანაკარგები 100 000 ჯარისკაცს შეადგენს. ,,გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რაზედაც უმაღლესი მთავარსარდალი საუბრობს და რომლის თანახმადაც, დაღუპულთა რაოდენობა 10-დან 12,5-13 ათასამდე აღწევს,”- გნაცხადა პოდოლიაკმა.  

მეტი...

,,უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ გადაცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისივე თქმით, ალიანსი თანხმდება უკრაინისთვის, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარების საჭიროებაზე. „აუცილებელია, რომ გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული სამი „პეტრიოტის“ შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს უკრაინისთვის დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების საკითხისგან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებობს მწვავე საჭიროება, უკრაინას დავეხმაროთ, მათ შორის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

,,რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძალება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აკრძალული აიკრძალება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვაში დროს განაცხადა. ზელენსკიმ  ყველა შესაბამის ორგანოს დაავალა, გაააქტიურონ ზომები, რომლებიც მიმართულია რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების  საქმიანობის გამოსავლენად და დაწესდეს პერსონალური სანქციები. „სამწუხაროდ, რუსულმა ტერორმა და ფართომასშტაბიანმა ომმაც კი არ დაარწმუნა ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, რომ აუცილებელია ბორორტების ცდუნების დაძლევა. რას ვიზამთ, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არც ერთ მოღვაწეს არ ჰქონდეს უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტების საშუალება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

თურქეთში, ძაღლმა პატრონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

თურქეთში, სამსუნის ერთ-ერთ პროვინციაში ძაღლმა საკუთარი პატრონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, 32 წლის ოზგურ გევრექოღლუ ნადირობის შემდეგ დატენილ თოფს საბარგულში დებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა ჩახმახს თათი დაადგა და კაცი ადგილზევე მოკლა. გამოძიება გრძელდება, თუმცა  სამართალდამცველები მომხდარს უბედურ შემხვევად  აფასებენ.

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო. მათივე ცნობით, რუსეთი ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპციო პერსონალის გასაყვანად. უკრაინის გენშტაბის განმარტებით,  მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ასევე, პოლოგიდან და ინჟინერნოედან რუსები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მიტაცებული ქონება. ხოლო დასახლებულ პუნქტ ბურჩაკში რუსები ატარებენ აღწერას მოსახლოების ე.წ. ნებაყოფოლობითი ევაკუაციის მიზნით. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე მიმართულებით და მტრის დანაკარგი 230 ადამიანს შეადგენს.

მეტი...

,,მზად ვარ პუტინს ვესაუბრო”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის ვლადიმერ პუტინს ესაუბროს, თუ რუსეთის ლიდერი დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით. მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს. „ბატონ პუტინთან დაკავშირების გეგმა არ მაქვს, მაგრამ მზად ვარ ბატონ პუტინთან სასაუბროდ, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

მეტი...