ძლიერი ხანძარი რუსთავში – ცეცხლი სავარაუდოდ,  ელექტროსადენებს გაუჩნდა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული კარაქის საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი სავარაუდოდ,  ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

ადგილზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

 

მსგავსი თემები