თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების კუთვნილი 8 ათასი დოლარი მოიპარეს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა, ინიციალებით მ.ი.-ს საჩივარი შეიტანა პოლიციაში, რის შედეგადაც, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები სავაჭრო ცენტრში უცხოური სანომრე ნიშნის ავტომობილით მივიდნენ.