პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს, როდესაც ექიმებს კი არა, პიარკომპანიას ქირაობენ.
„ჩემთვის საკვირველია, ადამიანისთვის, რომელზეც ამბობენ, რომ ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, ექიმებს კი არა, ქირაობენ პიარკომპანიას, რომელმაც საკითხი მსოფლიო პრესას უნდა მოსდოს. ამ შემთხვევაში უკვე ნაკლებად დამაჯერებელი ხდება, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები მართლა აქვს. შესაბამისად, არ მგონია, ეს სწორი ნაბიჯი იყოს მათივე ოჯახის წევრის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სამხარაძემ.