რუსეთის თავაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემის რაკეტა გამოსცადა. უწყების ცნობით, ტესტირებამ წარმატებით ჩაირა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაკეტა ყაზახეთში, სარი შაგანის საცდელი პოლიგონიდან გაუშვეს.
გენერალ-მაიორმა სერგეი გრაბჩუკის განმარტებით, სამხედროებმა დავალება წარმატებით შეასრულეს და პირობით მიზანს მოცემული სიზუსტით დაარტყეს.