,,კრემლი ამისთვის მზად არ არის, ოპერაცია გრძელდება”- პესკოვი ბაიდენის განცხადებას აფასებს

,,ჯო ბაიდენმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია უკრაინიდან პუტინის გასვლის შემდეგ, მაგრამ კრემლი ამისთვის მზად არ არის, ოპერაცია გრძელდება,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ”მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის”.

„აშშ ჯერ კიდევ არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციაში. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ართულებს რაიმე სახის საერთო ნიადაგის, ორმხრივი დისკუსიისთვის შესაძლო ნიადაგის ძიებას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

 

,,მზად ვარ პუტინს ვესაუბრო”- ჯო ბაიდენი – (mcm.ge)

მსგავსი თემები