უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეპარქიებში კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სამ რეგიონში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებას ახორციელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა ჟიტომირის, როვნოს და იმიერკარპატების ოლქში მიმდინარეობს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიიღება ზომები „რელიგიური თემების „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის დასაცავად პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან“.

მსგავსი თემები