,,დაიწყეს თავდასხმა საელჩოებზე… ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, კიდევ ორმადიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო მუქარის შემცველი წერილები.

მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული, ფართომასშტაბიანი კამპანია უკრაინის წინააღმდეგ საზღვარგარეთ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ  უკრაინის ზოგიერთმა საელჩომ მიიღო წერილები „ძალიან კონკრეტული მუქარით“.

“თუ მათ უკვე დაიწყეს თავდასხმა საელჩოებზე… ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, ისინი ცდილობენ ჩვენს შეჩერებას… ყველა კონვერტი მიღებისას წითელ სითხეში იყო გაჟღენთილი”, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები