გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ოლაფ შოლცმაა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
ამასთან, ოლაფ შოლცმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფაში.
გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გამოძებნოს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
თავის მხრივ, პუტინმა შოლცს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის შეიარაღების გადაცემით და უკრაინელი სამხედროების წვრთნით, დასავლეთის ქვეყნები დესტრუქციულ როლს თამაშობენ.