,,ისინი ჩვენი ხალხია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებზე საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი ხდება, რატომ დავუჭირეთ მხარი და საბოლოოდ რატომ გადავწყვიტეთ დონეცკისა და ლუგანსკის და კიდევ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, მათი მიღება რუსეთის ფედერაციაში. ავიღოთ, მაგალითად ახალგაზრდა ქალბატონები. როგორ შეიძლება გოგონა, რომლის გვარი ფიოდოროვაა და ცხოვრობს ლუგანსკის რესპუბლიკაში, განსხვავდებოდეს ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში მცხოვრები გოგონებისგან, რომელთა გვარიც ფიოდოროვაა? ის არაფრით განსხვავდება! ისინი ჩვენი ხალხია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად“, – განაცხადა პუტინმა.