,,ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს,”– ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რაც აუცილებელია სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის.
„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს. ვეცნობით ახალ დოკუმენტაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას, რომელიც ახლა გახდა საჯარო. უმეტესი მათგანი ჯერ ქართულ ენაზეა და გაცნობის პროცესში ვართ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მთავრობას, ხელისუფლებას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ჯანმრთელობის შესაბამისი მკურნალობა და უფლებები უნდა იყოს დაცული. სწორედ ამ დოკუმენტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.