,,აფხაზეთის პარლამენტს” აქვს ყველა შესაძლებლობა სანქციებს გაუმკლავდეს – დუმის სპიკერი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. როგორც ვოლოდინმა განაცხადა, ახლა გამოწვევების დრო დგას და მათი დაძლევა მხოლოდ ერთად ყოფნით არის შესაძლებელი.

„დღეს გამოწვევების დრო დგას და ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ იქიდან რომ სახელმწიფო სათათბიროსა და აფხაზეთის პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს გამოწვევები დაძლიოს, სანქციებს გაუმკლავდეს. რისთვისაც საჭიროა, რომ უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის, დიალოგის გარეშე კი ეს შეუძლებელია“, – განაცხადა დუმის სპიკერმა.

მსგავსი თემები