კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იმყოფებოდა. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა და შესაბამისი ნიმუშებიც აიღეს.
,,ნიმუშები ავიღეთ რაც გვჭირდებოდა, თანხმობა გამოთქვა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ ამ საქმეზე. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია, მე იურისტი გახლავართ”,- განაცხადა გამომძიებელმა.