,,ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვაქვს კონტაქტი მის ოჯახთან”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყო მიხეილ სააკაშვილის უფლებები.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მის ოჯახთან, ასევე მის უფლებების საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლოს საქმეა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები