ისრაელი – ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ ათობით ობიექტს დაარტყეს.

ამავე ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ინფრასტრუქტურას, რაკეტების გამშვებ პოზიციებს, „ჰამასის“ შეიარაღებულ წევრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს. გარდა ამისა, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზას ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ დარტყმები განახორციელეს.

 

მსგავსი თემები