ამერიკულმა გამოცემა, The Washington Post ებრაელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს წინააღმდეგ, ირანის მიერ დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიზნესმენის მკვლელობა ირანის მოქალაქე შაჰრამ პურსაფმა დაუკვეთა, რომელმაც 2020 წელს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა.
„დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ სწორედ პურსაფიმ დაუკვეთა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის იციკ მოშეს მკვლელობა.
ირანს აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირთა სია, რომელსაც მათი რეჟიმისთვის საშიშად მიიჩნევენ. თეირანის სამიზნეა: ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის, თურქეთისა და ევროპის მაღალჩინოსნები, მედიასაშუალებები, რომლებიც ირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ასევე, ებრაელი და ისრალეთან კავშირის მქონე მოქალაქეები – სამთავრობო დოკუმენტებისა და ოფიციალური პირების თანახმად.
დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ პურსაფიმ გასულ წელს, ასევე, სცადა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა. ის წლებია მუშაობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად” ,- ნათქვამია სტატიაში.