,,ერთი ნათელი გონების ადამიანი არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“, რომ შეწყვიტონ ქვეყნისთვის გამანადგურებელი ქმედებები,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
,,იმედს ვიტოვებ, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. ზონდერ მოსამართლეების აქეთ-იქით გადაყვანა არ ვიცი რას ემსახურება. ერთი ნათელი გონების ადამიანი არ არსებობს “ქართულ ოცნებაში”, რომ შეწყვიტონ ქვეყნისთვის გამანადგურებელი ქმედებები? სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ და “ქართულ ოცნებას” პრობლემები მოეხსნება?! ასე, არ არის. იქნებ, ვინმეს გაუნათდეს გონება. არ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩატოვოთ საპატიმროში, ლეტალურად დასრულდება, ამას ადასტურებს “ემპათიის” დასკვნა!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.