„რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლს”- რუსეთმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბა

დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ნიკოპოლის რაიონის თემები მძიმე არტილერიით დაბომბეს.

„რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლს. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე არტილერიით ურტყამდნენ რაიონს“, – აღნიშნა რეზნიჩენკომ.

ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, ოკუპანტებმა 40-მდე ჭურვი ისროლეს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია

მსგავსი თემები