„მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია; შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც,”- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
„მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია; შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს, მისი დაპირება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. გვახსოვს, ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის. ამოცანაა, რომ ხალხმა საუბარი დაიწყოს. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, არ გვაქვს სასამართლო. ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ არ მივცეთ ამის უფლება?! ამაშია მთავარი საკითხი”, – აღნიშნავს ხოშტარია.