ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს და წყლის ჭავლიც მანქანაც გამოიყვანეს

საქართველოს პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა და წყლის ჭავლის მანქანაც გამოიყვანეს. სპეცრაზმი ცდილობს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლოს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის ლიდერები ითხოვდნენ რკინის ჯებირები მოეხსმათ და რამდენიმე ახალგაზრდა სცენაზე აეშვათ. ვითარება იმდენად დაიძაბა, ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელა. აქციის მონაწილეები ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებენ.

მეტი...

პარლამენტთან ვითარება გართულდა – სპეცრაზმიც გამოჩნდა 

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. აქციის ლიდერები სამართალდამცველებიგან ითხოვენ 10 ახალგაზრდა აუშვან სცემაზე, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს გამოფენენ და განცხადებებს გააკეთებენ. სამართალდამცველებთამ ოპოიციონრ გიორგი ვაშაძეს დაპირისპირება მოუვიდა. იყო მცირე ინციდენტიც, როცა რკინის ჯებირების ერთ მხარეს სამართალდამცველები იდგნენ, მეორე მხარეს კი აქციის მონაწილეები და პოლიტიკური ლიდერები. განსაკუთრებით კი გიორგი ვაშაძე აქტიურობდა. „მე არ ვარ ბიჭო, მე ვარ ბატონო პოლიციელო“ – ასე მიმართა პოლიციელმა ვაშაძეს, რომელიც მას „ბიჭო-თი“ მიმართავდა. პარლამენტთან სპეცრაზმიც გამოჩნდა, ისინი პარლამენტის შენობას ამაგრებენ.

მეტი...

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.­ “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.  

მეტი...

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, ტრიბუნაზე ასვლას ითხოვენ 

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან და ცდილობენ იმ სცენაზე ავიდნენ, რომელიც „მმართველი გუნდის“ ორგანიზებით ხვალინდელი აქციისთვის დამონტაჟდა. პარლამენტთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეების შემოღობილი ტერიტორიის შიგნით შესვლას და ტრიბუნაზე ასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სურთ, სწორედ ამ სცენიდან გააკეთონ მოწოდება. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობაზე ლაზერით წარწერაც გააკეთეს – „კი ევროპას”. აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “საქართველოს გაუმარჯოს!” “არა რუსულ კანონს!” შეგახსენებთ, რომ ხვალ. მმართველი გუნდის ორგანიზებით პარლამენტთან აქციაა ორგანიზებული, სადაც სიტყვით ბიძინა ივანიშვილიც გამოვა.

მეტი...

აქციას „ქრთული ოცნების“ ყოფილი საგარეო მინისტრიც შეუერთდა

საპროტესტო აქციას, რომელიც ამ წუთებში მსვლელობით გრძელდება, „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი – პაპუნა ჯანელიძეც შეუერთდა. ჯანელიძე აქციაზე ოჯახთან ერთად გამოჩნდა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან და სურთ პარლამენტს წრე დაარტყან. „კი ევროპას – არა რუსულ კანონს“ – ასეთია აქციის სლოგანი. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

საპროტესტო აქციას „ბაიკერებიც“ შეუერთდნენ

რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას „ბაიკერებიც“ შეიერთდნენ. ისინი ჯგუფურად გამოჩდნენ რუსთაველის გამზირზე და დროშებით აღჭურვილებმა თავიამთი მხარდაჭერა ამ ფორმით გამოხატეს. „არა რუსულ კანონს“ – ამ სლოგანით რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გრძელდება, რომელიც, მსვლელობით სკანონმდებლო ორგანისთან გაგრძელდება. “ჩვენ ვირჩევთ ევროპას” – ამბობენ “ბაიკერები”.

მეტი...

„ბოლო ჟამია… შევარცხვინე“ – ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ალეკო ელისაშვილი მმართველო გუნდის მიერ დაგეგმილ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ბოლო ჟამია. „სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრ-აქციას აწყობს. ოპოზიცია რომ აქციებს მართავს, ეს ნორმალური პროცესია. დამოუკიდებლობის 30 წლისთავს დააკვირდით, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლების ბოლო ჟამია. ასე ხდებოდა, როდესაც შევარდნაძემ გამოიყვანა ხალხი, სააკაშვილმაც“ – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე. მისივე შეფასებით,  საჯარო მოხელეების „ნახირივით ერეკებიან“. „როდესაც ხელისუფლებები ძალაუფლებას კარგავენ, გამორეკავენ ნახირივით საჯარო მოხელეებს, აშინებენ, ზეწოლას ახდენენ. ეს არის აბსურდი. ნორმალურ ვითარებაში როგორ შეიძლება ხელისუფლებამ აქცია გაუმართოს მოქალაქეებს. თან როგორ? აქ, ამ აქციაზე, ვინ არის ფულით,…

მეტი...

„ჩვენ არ გვინდა რუსეთში დაბრუნება“ – რესპუბლიკის მოედანზე აქცია განახლდა

„საქართველო არასდროს იქნება რუსეთში“… „ყველამ ერთან შევეწინააღმდეგოთ ამ კანონს“…   „ევროპისკენ“… ამ და სხვა სლოგანებით რესპუბლიკის მოედანზე აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აპროტესტებენ და პარლამენტიდან მის გაწვევას ითხოვენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას პარლამენტისკენ გეგმავენ.

მეტი...

უმრავლესობას აქციაზე ძალით წაყვანილები არ სჭირდება

„ჩვენ ვუზრუნველყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, რომ ორგანიზება და მგზავრობა ვუზრუნველვყოთ მთლიანად, მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა და „უთხრეს არა, შენ უნდა წამოხვიდე“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ვისაც აქციაზე წასვლა არ უნდა, არ უნდა წავიდეს, არც მისი დარწმუნებაა საჭირო. „გარანტირებულად გეუბნებით,  თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ ადამიანებს წამოსვლა არ უნდათ. თუ საჯარო მოხელე იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს და დასწრება არ უნდა, არცერთ ადამიანს არა თუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არ…

მეტი...

“დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციებს დამადებენ”- მდინარაძე

„მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს “, – განაცხადა უმრაველესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძე ამბობს, რომ სიამოვნებით დაელოდება თუ რა სანქციას დააკისრებენ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული “უცხოური აგენტების კანონპროექტი” კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან მოუწოდონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. დღეს “ქართული ოცნების” ოფისში 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

მეტი...

“საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარეძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. მდინარაძის განმარტებით, თუ საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები. „დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. თქვენ რასაც მუშაობას ეძახით, ამ ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენც მოვუწოდებთ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი – პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა,…

მეტი...

“ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას”- მდინარაძე

“ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია  მამული, ენა, სარწმუნოება, შეუერთდეს 29 აპილის შეკრებას. „ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, თავისი ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ. ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ჩვენი…

მეტი...

“ქვეყანაში რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება”- მეუფე იაკობი

“რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება”, რადგან მეუფის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ჭკუა ისწავლა. „მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა – ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ გავაკეთებინეთ. გამოდიან და იძახიან – „არა რუსულ კანონს“, ვის უნდა „რუსული კანონი“? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვადასხვა ქვეყნის კანონები მინდა. მე მინდა,რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ,…

მეტი...

“რაფაჰზე თავდასხმის შეჩერება აშშ-ს შეუძლია “- პალესტინის პრეზიდენტი

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე თავდასხმას მომდევნო დღეებში ელოდება. მისივე განმარტებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, ეს თავდასხმა შეაჩეროს. „მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სთხოვოს ისრაელს, არ განახორციელოს რაფაჰში შეტევა. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ისრაელს ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში. ეს არის ის, რაც უახლოს დღეებში მოხდება ისრაელის მხრიდან რაფაჰზე თავდასხმით, რადგან იქ ღაზაში ცხოვრები ყველა პალესტინელია თავმოყრილი“, – აღნიშნა აბასმა.

მეტი...

რასთან დაკავშირებით მართავს “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომას

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გაფართოებული სხდომა დაიწყო. სხდომა 29 აპრილის სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით იმართება. სხდომას “ქართული ოცნების” ლიდერები ესწრებიან. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გაკეთდება. “ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” გეგმავს.

მეტი...

რა ელით ორგანიზაციებს, რომელებიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” არ დარეგისტრირდებიან

მთავრობის მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია…

მეტი...

მმართველი გუნდი უმრავლესობის სხდომისთვის ემზადება

დღეს, 15:00 საათზე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა ჩაინიშნა. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება. შგახსენებთ,  რომ მმართველი გუნდის ორგანიზებით ხვალ თბილისში აქცია იმართება, რომელსაც რეგიონებიდანაც შემოუერთდებიან.  

მეტი...

“მძინარე დონი”- ბაიდენი ტრამპზე

“რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქოზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას. მან ტრამპს „მძინარე დონი“ უწოდა. “დონალდს ბოლო დროს რამდენიმე მძიმე დღე ჰქონდა. შეიძლება მას „ქარიშხლიანი“ ამინდიც უწოდოთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

ევროპაში არალეგალურად მუშაობის გამო 6 ქართველი დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ვროპაში არალეგალურად ცხოვრება და მუშაობა ედებათ. ქართველებს 30 დღიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვონ. ექვსივე მათგანს ორი წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული აქვს.

მეტი...

ისრაელი – ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ ათობით ობიექტს დაარტყეს. ამავე ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ინფრასტრუქტურას, რაკეტების გამშვებ პოზიციებს, „ჰამასის“ შეიარაღებულ წევრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს. გარდა ამისა, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზას ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ დარტყმები განახორციელეს.  

მეტი...

თბილისა და რეგიონებში საბრძოლო მასალები ამოიღეს

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაა ამოღებული. სულ დაკავებულია 6 ადამიანი. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით: „ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა’’ ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და…

მეტი...

ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვრპლი

სომხეთიდან ირანში მიმავალმა ავტობუსმა ავარია განიცადა. დაღუპულია ხუთი ადამიანი, ხოლო ცხრა პირი დაშავდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ავტობუსი ერევნიდან მიემართებოდა ირანისკენ.  დაუდასტურებელი მონაცემებით, ავტობუსს ირანის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა.

მეტი...

ერთსქესიანთა ქორწინება 15 წლამდე პატიმრობით ისჯება

კანონი, რომელიც ერაყის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო, ერთსქესიანთა ქორწინებას ჯრძალავს. კერძოდ, მსგავსი ფაქტი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც კანონმდებლები განმარტავენ, კანონი მიზნად ისახავს ერაყის მოსახლეობის დაცვას მორალური გარყვნილებისგან და ჰომოსექსუალიზმისკენ მოწოდებებისგან, რაც მთელი მსოფლიოს სენია. კანონის იხედვით, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ჰომოსექსუალობისა ან პროსტიტუციის ხელშეწყობა კი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთით.

მეტი...

მოპარულია ძვირფასეულობა – იტალიაში ქართველი დააკავეს

იტალიის პოლიციამ 23 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ბინიდან ძვირფასეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები ჩანთებით გაიტანა. ფაქტის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები არსებობს. არსებული ცნობებით, ქართველ მამაკაცს თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

მეტი...

„ჰამასი“ მძევლების ვიდეოს ავრცელებს

„ჰამასი“ მძევლების მორიგ ვიდეოს ასაჯაროებს. ვიდეოში 7 ოქტომბერს ისრაელიდან გატაცებული  მძევლები ჩანს. ერთი 64 წლის კიტ სიგელია, მეორე კი 47 წლის ომრი მირანი. ისისნი  ოჯახებს მოკითხვას უგზავნიან და გათავისუფლებას ითხოვენ. სიგელი ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეა.  

მეტი...

რუსთველზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

მმართველი გუნდის მიერ, რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო  პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის,…

მეტი...

„აი, ასე შედის უფალი ქალაქში“ – მეუფეს ქადაგება

„აი, ეს სიტყვები კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვინაიდან უფალმა ეს უთხრა არა მხოლოდ იერუსალიმს და იქ შეკრებილ ხალხს, არამედ ყოველ ჩვენგანს“ – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. როგორც მეუფემ იქადაგა, მიზნად უნდა  დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში, რათა დავემკვიდროთ იქ, სადაც ბრწყინავს მიუაჩრდილებელი დიდება და ნათელი ყოვლადწმინდისა სამებისა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, დღეს არის უფალი იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ეს დღე…

მეტი...

ბზობა მართლმადიდებლურ სამყარში

28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია  ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.  ყველა მოქმედ ტაზრში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. ბზის კურთხება ტაძერბში გუშინ მოხდა. კურთხევა დღესაც გაგრძელდება.

მეტი...