11-13 დეკემბერს მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ”ქართული კულტურის დღეები იგეგმება”. ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, ” ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა”. მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით “ჩვენ ერთად”, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ “კოსმოსში” გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცერტში მონაწილეთა სიას ქართული დიასპორის ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს და წერს, რომ დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ 1 დეკემბრიდან გამოქვეყნდება ეტაპობრივად მათ…

მეტი...

გერმანია ,,ჰოლოდომორს” უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს

,,გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს”- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ. კულებას განცხადებით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული. “გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, – წერს კულება. მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა “ტვიტერის” პირად გვერდზე ეს ინფორმაცია დაადასტურა. “სისტემური შიმშილის შედეგად მილიონობით უკრაინელი გარდაიცვალა. მადლობა, დმიტრო კულება, იმისთვის, რომ მოგვიწოდეთ დავარქვათ ამ დანაშაულს მისი ახლანდელი სახელი: გენოციდი. მადლობა ყველას, ვინც მხარს…

მეტი...

,,ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაეკნინებინა”- ნინო ბურჯანაძე

,,ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ  პრეზიდენტის ინსტიტუტი დაეკნინებინა. თუმცა ვთვლი, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამის კორექტირებაში” – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. “გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა უქნა პრეზიდენტის ინსტიტუტს ხელისუფლებამ. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველა ნიშნით დაეკნინებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი. თუმცა ვთვლი, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამის კორექტირებაში, იმიტომ რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, ამაღლებს პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობას და ავტორიტეტს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ერთის მხრივ, როცა გამოდიხარ კონფერენციაზე და სწორად აკრიტიკებ მართლმსაჯულების სისტემას და მეორეს…

მეტი...

,,12-პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი პუნქტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, გაუგებარია, რა არის ამ საკითხში სადავო”- ნიკა მელია

,,ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია, მეტიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურასთან, ისტორიულ წარსულთან – ამ ქვეყანაში ქალებზე არათუ არ ძალადობდნენ, ქალები წარმოადგენდნენ ძალადობის შემაჩერებელ ძალას” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. “სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყოველდღიურად ძალადობენ ქალებზე. ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მით უმეტეს მაშინ, როდესაც კლავენ მათ. რა უნდა უწოდო იმ „კაცს“, რომელიც ძალადობს და ჩაგრავს ქალს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად?! ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია, მეტიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურასთან, ისტორიულ წარსულთან – ამ ქვეყანაში ქალებზე არათუ არ ძალადობდნენ,…

მეტი...

თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალთა მხარდაჭერის მიზნით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას აწყობენ, რომელიც პარლამენტთან დასრულდება. აქციაზე შეკრებილები ითხოვენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე სასჯელი კიდევ უფრო გამკაცრდეს. „დღეს, ისევე როგორც სხვა დროს, გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა – კანონმდებლობაში გაუპატიურების დეფინიციის შეცვლა. ბრძოლა არის მნიშვნელოვანი 2 ფრონტზე – ერთი არის საკანონმდებლო ცვლილებები და მეორე საზოგადოების ბრძოლა იმისათვის, რომ ხალხის ცნობიერება შეიცვალოს“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეტი...

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში სასულიერო პირების პრორუსულ პროპაგანდასთან კავშირის ნიშნები აღმოაჩინეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩატარებული ჩხრეკისას, სასულიერო პირების პრორუსული პროპაგანდის წარმოებასთან კავშირის ნიშნები აღმოაჩინეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეპარქიის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილია ეპარქიის ხელმძღვანელობის მოსკოველ კურატორებთან მიმოწერა, რომელიც შეიცავდა ლიტურგიის ჩატარების ინსტრუქციებს. ,,აღმოჩენილია, ასევე კრემლის მხარდაჭერილი ლიტერატურის საწყობები და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ პირთა დოკუმენტების ციფრული ასლები”- ვკითხულობთ ინფორმაციაში. მიმდინარე კვირას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის პეჩერის ლავრაშიც ჩაატარა ჩხრეკა.

მეტი...

,,ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ შეთანხმება სახალხო დამცველობის კანდიდატებზე” – ხათუნა სამნიძე

,,შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე” – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხათუნა სამნიძე აცხადებს, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ერთმანეთის წინაშე მეტი კონკრეტიკით წარდგებიან. „პირველი და მთავარი ის არის, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყო პრინციპებზე შეთანხმებით, რამდენად მზად არის ხელისუფლება და ოპოზიცია კომპრომისებისთვის და ვთანხმდებით თუ არა, რომ პროცესი არ ჩაიშალოს. შევთანხმდით, რომ პროცესი არ ჩაიშალოს და უნდა დავიწყოთ შეთანხმება კანდიდატებზე. ხელისუფლებამ იცის ოპოზიციის შეთავაზება, ჩვენ ვიცით ხელისუფლება რისთვის არის მზად. ამ…

მეტი...

,,ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, რა ვაგონები, ან ვაგონებით ჩამოსული ხალხი ბოლოს როდის ნახა” – მდინარაძე პრეზიდენტზე

,,სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე რა ხარისხით წაყვა ნაცების ნარატივს, ახლა გეტყვით. ერთი-ერთი მიმართულება, პიარის, მათ ტელევიზიებზე და პარტიულ წარმომადგენლებზე, რომ საქართველოში ჩამოდიან რუსები და აღარ მიდიან უკან’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ კავშირშია ნაცების ნარატივთან, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოში ვაგონებით ჩამოდიან რუსები და უკან აღარ ბრუნდებიან. ,,ამის მიუხედავად, მაინც ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ჩამოდიან რუსები და რჩებიან და აღარ მიდიან. ახლა, ამ ნარატივის აწევა, როგორ მოუნდა ქალბატონ სალომეს. ვაგონებით ჩამოდიანო – ეს სიტყვა უხსენებია. ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, სარკინიგზო…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, საბჭოს წევრებმა სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს და ახალი ეკონომიკური ინიციატივები განიხილეს. ,,საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება, ასევე გაიზრდება დაფინანსება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით”- აღნიშნულია ინფორმაციაში.    

მეტი...

,,მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს”-კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. „მე არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მგონია, რომ ქალბატონი სალომე პრინციპული ადამიანია“, – აღნიშნა კალაძემ.

მეტი...

,,განსაკუთრებული არაფერი ხდება, სეზონური ვირუსების გამო კლინიკებში დატვირთვა მომატებულია, მაგრამ ,,გადავსებული,, არაა”- თენგიზ ცერცვაძე

,,დატვირთვა მომატებულია, კლინიკები შედარებით გადატვირთულია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ხდება – სინამდვილეში, დღევანდელი სეზონური ვირუსების, მათ შორის, გრიპის ვირუსის გავრცელება ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე გადის” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ქვეყანაში პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა. „კლინიკებში დატვირთვა მომატებულია, რეანიმაციებში ნაკლებად, მაგრამ სიტყვა „გადავსებულია“, რასაც მედია კორონავირუსის დროს იყენებდა, შედარებაც არ შეიძლება. არაფერი ასეთი არ არის. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება, უპრობლემოდ თავსდება კლინიკაში და ვისაც სჭირდება, რეანიმაციულ დახმარებას იღებს. ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს. დაწყებული ოჯახის ექიმის ინსტიტუტიდან,…

მეტი...

“მაკრონი თავს დაესხა აზერბაიჯანს” – ალიევმა ბრიუსელში შეხვედრა გააუქმა

,,აზერბაიჯანს არ სურს, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში და 7 დეკემბერს, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას ვაუქმებ” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ალიევის განცხადებით, მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს და შუამავლის როლში არ უნდა გამოდიოდეს. ალიევის აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლას ცდილობს, როდესაც მოითხოვს საფრანგეთის შუამავლობას. “მაკრონი… თავს დაესხა აზერბაიჯანს და დაგვაბრალა ის, რაც არ გაგვიკეთებია. ნათელია, რომ ასეთ გარემოებებში, ასეთი დამოკიდებულებით საფრანგეთს არ შეუძლია იყოს აზერბაიჯანსა…

მეტი...

მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩის დაწყებამდე ირანის მთავრობის მომხრე ფანები მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივრებს სტადიონის გარეთ დაუპირისპირდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს. Associated Press-ის ინფორმაციით, ხელისუფლების მომხრე ზოგიერთმა ირანელმა გულშემატკივარმა, მთავრობის მოწინააღმდეგეებს რევოლუციამდელი ირანის სახელმწიფო დროშები წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ქომაგებს, რომლებსაც ანტისამთავრობო წარწერებიანი მაისურები ეცვათ. “ბევრი ქალი გულშემატკივარი ტიროდა, როცა ირანის მთავრობის მხარდამჭერებმა მათ ნაციონალური დროშებით წრე შემოარტყეს და ტელეფონებით გადაიღეს”, – წერს Associated Press.

მეტი...

 ,,ფაშინიანი მზად არის, შეხვდეს ილჰამ ალიევს ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით”- სომხეთის საგარეო უწყება

,,ერევანი მზადაა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრისთვის ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხური მხარე შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს, სიმართლეს არ შეესაბამება. „სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბერს შეხვედრისთვის პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, – აღნიშნა ჰუნანიანმა.

მეტი...

,,ზელენსკის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა დისკუსია რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ”- პესკოვი

,,ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ყირიმის არასამხედრო გზით დაბრუნების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა დისკუსია რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ასეთი სპეკულაციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უკრაინული მხარე მზად არაა, არ სურს და არ აქვს უნარი პრობლემა არასამხედრო მეთოდებით გადაჭრას“, – აღნიშნა პესკოვმა. პესკოვის თქმით,  ზოგიერთმა მედიასაშუალების ინტერპრეტაცია თითქოს, უკრაინის ლიდერი მზადაა ამ საკითხის არა სამშვიდობო მოლაპარაკებების საშუალებით გადასაჭრელად, არასწორია. „ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ყირიმი ძალით უნდა დაიბრუნოს. დე ფაქტო უკრაინას ამაზე უარს არ უთქვამს“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. ,,გადაწყვეტილებები,…

მეტი...

,,სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია”- საერთაშორიო მისიების განცხადება

საქართველოში მოქმედი საერთაშორიო მისიების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას. სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა…

მეტი...

,,მისი სიკვდილი არ უნდოდა, ისე გაგიჟებით უყვარდა”- ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა

ცოლის დაწვასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცის დედა აცხადებს, რომ 40 წლამდე კაცს ყოფილი მეუღლის სიკვდილი არ სურდა. მისივე თქმით, ცოლ-ქმარს სიტყვიერად ხშირად ჩხუბობდნენ. „მას მისი სიკვდილი არ უნდოდა, ისე გაგიჟებით უყვარდა. სახლში ცოლი ღებულობდა ჩემს შვილს, მაგრამ მისი მშობლები უშლიდნენ. ძირითადად ამაზე იყვნენ მომდურებულები. ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. სიტყვიერად კი ხშირად ჩხუბობდნენ,” – აღნიშნავს მკვლელობაში მხილებულის დედა. ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა თერჯოლაში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

დეტექტივს, რომლის ტყვიამ ზურაბ გველესიანი იმსხვერპლა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბრალდებული დეტექტივი, ერიკ წურწუმია, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერიკ წურწუმია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში – დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, 18 აპრილს მოხდა.

მეტი...

მოსკოვში სავაჭრო ცენტრი იწვის

რუსეთში მასშტაბული ხანძარია – მოსკოვში, სავაჭრო ცენტრი იწვის. ცეცხლმოკიდებული ობიექტიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის სათაო ოფისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში გაჩნდა და გავრცელების ფართობი უცნობია.

მეტი...

,,პარტიაში პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის”- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,  პარტიაში პროცესი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის. დეკანოიძე იმედოვნებს, რომ  პარტია ამ პროცესებიდან გაძლიერებული გამოვა. „ზოგადად, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი, რაც უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, არ დაიკარგება. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდეს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის. რეალურად, ჩვენი ამომრჩეველი საქართველოს საზოგადოება ელოდება იმას, რომ პროცესი იყოს დემოკრატიული, პარტიის გაძლიერებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მეტი...

,,მე ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის”- ხატია დეკანოიძე

„მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქალების კვლა, ეს არის უმძიმესი დანაშაული და პირველ რიგში ამაზე სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა. „სანამ ჩვენ მხოლოდ ქალები ვისაუბრებთ ამაზე, ეს დარჩება დარჩება ზუსტად იმ სტატისტიკურ მოვლენად და ერთი შემაშფოთებელ მოვლენას, როდესაც ჩვენ გავიგებთ მორიგ, საშინელ დანაშაულს, გამხეცებული კაცების მხრიდან ჩადენილს. ქალების კვლა, ეს არის უმძიმესი დანაშაული და პირველ რიგში ამაზე სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა…

მეტი...

,,ნურავინ, მათ შორის ნურც პრეზიდენტი, ნუ განიზრახავს, რომ მოსამართლეს რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს”- თეა წულუკიანი

,,სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს,” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. „ყურადღებით მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. რასაკვირველია, საინტერესოა, რას ფიქრობს ის, რადგან მოგეხსენებათ, შეწყალების კომპეტენცია მხოლოდ მას აქვს. ეს არის მისი სრული დისკრეცია და ვიცით, რომ მისი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი იყო ხოლმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს,…

მეტი...

შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. „წლიდან წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებული პრევენციული ბერკეტის, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. ასევე, სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას…

მეტი...

გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს

გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ. შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, მნიშვნელოვნად გააადვილოს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნები – ამის შესახებ Deutsche Welle გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით წერს. პროექტის მიხედვით, გერმანიაში დაბადებული უცხოელი მშობლების შვილებმა ავტომატურად უნდა მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს „ლეგალური საცხოვრებელი“ გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში.

მეტი...

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ” – ალექსანდრე დარახველიძე

,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრის მოადგილე გუშინ, თერჯოლაში მომხდარ  სასტიკ მკვლელობას გამოეხმაურა. ,,არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ”სეს-ი” ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. ,,სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი  კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ…

მეტი...

,,შეგვიძლია, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გავზარდოთ”- იენს სტოლტენბერგი

,,შეგვიძლია, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე დაყრდნობით, ჩვენი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გავზარდოთ,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. კითხვაზე, თუ რა დამატებით ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ბუქარესტის მინისტერიალიდან სტოლტენბერგმა აღნიშნა: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენ შევხვდებით ​მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრებთან ერთად. ვფიქრობ, თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ვხვდებით ბუქარესტში, აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, მხარდაჭერას ამ ძალიან ღირებული პარტნიორების მიმართ. საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია და ჩვენ ვიცით, რომ ეს პარტნიორები არიან რუსეთის ჩარევის ობიექტები. საქართველომ იხილა რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს და…

მეტი...

კაცის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი დაწვა, მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს თავადაც დაშავდა. ლეონიდე ზვიადაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ოჯახის მოთხოვნით, მამაკაცი თერჯოლის კლინიკიდან ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.    

მეტი...

,,ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას”- გიორგი ნემსაძე

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობად ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნემსაძე სოციალური ქსელით, თავად ავრცელებს როგორც გიორგი ნემსაძე წერს, თანამდებობიდან პირადი მიზეზების გამო მიდის და ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას. ,,მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ. პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას,…

მეტი...

,,მხარს გიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით”- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზელენსკის

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს. „გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, – წერს ჯეიმს კლევერლი.

მეტი...

,,საკუთარი ველოსიპედი გაყიდა, აღებული თანხით ბილეთი შეიძინა და უკრაინაში ქართულ ლეგიონს შეურთდა”- უკრაინაში მებრძოლი ქართველი

ქართველმა ველომოყვარულმა, ივანე კუხილავამ საკუთარი ველოსიპედი გაყიდა, აღებული თანხით ბილეთი შეიძინა და უკრაინაში ქართულ ლეგიონს შეურთდა. ,,Ivane Kukhilava, ქართველი ველომოყვარული, რომელმაც საკუთარი ველოსიპედი გაყიდა, აღებული თანხით ბილეთი შეიძინა და უკრაინაში ქართულ ლეგიონს შეურთდა;  მან საქართველოს ყველა კუთხე ველოსიპედით შემოიარა, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ველო აქტივობებსა და ღონისძიებებში; ამჟამად კი მოძმე ერის მხარდამხარ ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის; მთელი გულით ვუსურვებთ გამარჯვებასა და მშვიდობიან დაბრუნებას და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს სახელის საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისათვის”,- წერს ”Pro Cycling Georgia” სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ნატო უკან არ დაიხევს, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო უკან არ დაიხევს და გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რამდენი ხანიც საჭირო იქნება. მისი თქმით, გაიზრდება “არალეტალური” დახმარების რაოდენობაც. ,,ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ. ბევრი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში “არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა”.

მეტი...

„14 წლის გოგონა ზრდასრულმა მამაკაცმა გააუპატიურა…როგორ მოიქცა გოგონას მამა? საკუთარი შვილი, ცემა”- მებო ნუცუბიძე

მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც 23 წლის ბიჭმა 14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. მას შემდეგ რაც მოზარდმა მამას  გააუპატიურების შესახებ უამბო, მშობელმა გოგონა სცემა. „14 წლის გოგონა ზრდასრულმა მამაკაცმა გააუპატიურა… ამ სიტყვების წაკითხვა და მოსმენაც კი უდიდესი ტრაგედიაა და ამ დროს, როგორ მოიქცა გოგონას მამა? როგორ და, იმის მაგივრად, სასწრაფოდ პოლიციაში წასულიყო და დაეწყო დამნაშავის ძებნა, ადგა და სახლში დაბრუნებული, განადგურებული და შოკურ მდგომარეობაში მყოფი საკუთარი შვილი, ცემა. ალბათ იმიტომ, რომ მასაც, როგორც კაცების დიდ ნაწილს ჩვენს ქვეყანაში, მიაჩნია, რომ ყველაფერში დამნაშავე ქალია.…

მეტი...

ცხრა თვეში, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 82 მილიარდი დოლარი დახარჯა – ”ფორბსი”

„ფორბსის“ უკრაინული რედაქციის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომზე ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. მათივე ცნობით, თანხაში შედის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წარმოებისთვის აუცილებელი უშუალო ხარჯები, თუმცა არ არის გათვალისწინებული თავდაცვის სტაბილური ხარჯები და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად დანაკარგები. მათივე ცნობით, რუსეთი ერთ სამხედროზე საშუალოდ, დაახლოებით 200 დოლარს ხარჯავს. მობილიზების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჯარისკაცების ხელფასების საერთო ხარჯმა კი 2.7 მილიარდ დოლარამდე შეადგენს. სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეში ათი ათასიდან 50 ათასამდე ჭურვი გამოიყენა, რაც 5.5 მილიარდ დოლარს აღემატება.…

მეტი...

მარნეულში ავარიის შედეგად 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატირა ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 23 ნოემბერს, ქ. მარნეულში, „ლენდ-როვერის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ქვეითთა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან…

მეტი...

,,თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება. მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებას, შესაძლოა პროტესტი მოჰყვეს. „ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს – უნდა ჰქონდეს დანიშნულება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის შესაბამისად. თუკი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვება. ამას შეიძლება საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, ერთი მხრივ,…

მეტი...