ცხრა თვეში, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 82 მილიარდი დოლარი დახარჯა – ”ფორბსი”

„ფორბსის“ უკრაინული რედაქციის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომზე ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

მათივე ცნობით, თანხაში შედის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წარმოებისთვის აუცილებელი უშუალო ხარჯები, თუმცა არ არის გათვალისწინებული თავდაცვის სტაბილური ხარჯები და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად დანაკარგები.

მათივე ცნობით, რუსეთი ერთ სამხედროზე საშუალოდ, დაახლოებით 200 დოლარს ხარჯავს. მობილიზების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჯარისკაცების ხელფასების საერთო ხარჯმა კი 2.7 მილიარდ დოლარამდე შეადგენს.

სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეში ათი ათასიდან 50 ათასამდე ჭურვი გამოიყენა, რაც 5.5 მილიარდ დოლარს აღემატება. რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქების მისამართით ოთხი ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს, თითოეულის ღირებულება საშუალოდ 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ფორბსის“ მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთის მიერ დაკარგული ტექნიკის საერთო ღირებულება 20.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალ წელს რუსეთისთვის ომის ხარჯი სავარაუდოდ, ბევრად გაიზრდება, რადგან რუსეთის საკუთარი რესურსები სამხედრო საჭიროებების უზრუნველსაყოფად იწურება.

მსგავსი თემები