,,ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაეკნინებინა”- ნინო ბურჯანაძე

,,ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ  პრეზიდენტის ინსტიტუტი დაეკნინებინა. თუმცა ვთვლი, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამის კორექტირებაში” – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

“გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა უქნა პრეზიდენტის ინსტიტუტს ხელისუფლებამ. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველა ნიშნით დაეკნინებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი. თუმცა ვთვლი, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამის კორექტირებაში, იმიტომ რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, ამაღლებს პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობას და ავტორიტეტს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ერთის მხრივ, როცა გამოდიხარ კონფერენციაზე და სწორად აკრიტიკებ მართლმსაჯულების სისტემას და მეორეს მხრივ ამბობ, რომ ელოდები რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, აქ გარკვეული შეუთავსებლობა არის, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის პროცესები, რომელიც არის სააკაშვილის და გვარამიას წინააღმდეგ მიმართული, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული დავალებით მიდის”- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი თემები