კაცის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი დაწვა, მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს თავადაც დაშავდა.

ლეონიდე ზვიადაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ოჯახის მოთხოვნით, მამაკაცი თერჯოლის კლინიკიდან ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

 

 

მსგავსი თემები