ზუგდიდში არასრულწლოვანი მოკლეს

ზუგდიდში 13 წლის ბიჭი სავარაუდოდ, დანით მოკლეს. თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს, 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, არასწულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზას მიმართავს, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარონ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისა და გარემოცვის მეირ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის მოწამვლას ეხება, მინისტრი რატი ბრეგაძე განცხადებას აკეთებს. როგორც მინისტრი აცხადებს, ხვალვე მიმართავენ სამხარეულის ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა. „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. საზოგადოებას რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ…

მეტი...

„ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი… შეიძლება სამუდამოდ ინვალიდი დარჩეს“ – სააკაშვილის მამა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ანტიდოტური თერაპია არ ჩაუტარდა, შესაძლოა, ინვალიდად დარჩეს. „ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი. ექიმი ვარ, ტოქსიკოლოგიაში ოდესღაც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფროპათია, რომელსაც იწვევს ტოქსინების შეყვანა. კარგად ვიცი რა ცვლილებები ხდება ღვიძლში. სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ანტიდოტური თერაპია და ერთი ოპერაცია, რომელიც აქ არ კეთდება. ეს არის მხრის სახსრის პროთეზირება, კიდურებზე კეთდება, რომლის გარეშე შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ შეიძლება ამ დაგვიანების გამოსწორებაც“ – აცხადებს…

მეტი...

ოთარ შამუგიამ ფერმერის დღის ფარგლებში ორგანიზებული ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ფერმერის დღის ფარგლებში ორგანიზებული ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „თითოეულ ფერმერს ვულოცავ დღევანდელი დღეს. ეს ადამიანები ბევრს შრომობენ, ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას. ფერმერის დღე სწორედ მათი და მათი საქმიანობის დაფასებისთვის არის დაწესებული. წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობა აქტიურად ეხმარება ფერმერებს პირველადი წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგული ღონისძიებების, პროდუქციის რეალიზაციის განხორციელების მიმართულებებით. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით, რომ სოფლის მეურნეობაში, ყოველწლიურად, გვაქვს სულ უფრო მეტი წარმოება, მეტი ექსპორტი. კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, მთავრობის მხრიდან ფერმერების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება”- განაცხადა ოთარ შამუგიამ.…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა და სამართლიანად იხდის სასჯელს”- გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია, თუმცა ყველას აქვს შესაძლებლობა, აქცია გამართოს. ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეხედულებებს ბევრი ადამიანი შეეწირა, მათ შორის სულხან მოლაშვილი. „აქციების უფლება ყველას აქვს, თქვენც, მათაც, მეც, სხვასაც. აქციები სავარაუდოდ, გაგრძელდება, მათი უფლებაა, ჩაატარონ აქციები და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება. ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული. სხვათა შორის, გუშინ იყო სულხან მოლაშვილის დაბადების დღე. მე მას კარგად ვიცნობდი, ვმეგობრობდი, დღეს ის ცოცხალი არ არის, ის სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლეს. არაადამიანებმა აწამეს თავის დროზე. სულხან მოლაშვილი გადააქციეს პოლიტიკურ პატიმრად, გაუნადგურეს ოჯახი,…

მეტი...

Washington Post – ირანი რუსეთს დრონების წარმოებაში დაეხმარება

რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს. Washington Post წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამერიკული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი...

თბილისში კურიერს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარედ, კურიერს ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ქვედა კიდურის დაზიანება აღენიშნება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,მხარს ვუჭერ, რომ თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ, პრეზიდენტმა შეიწყალოს”- გიორგი ვაშაძე

,,მე მხარს ვუჭერ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, ის პრეზიდენტმა შეიწყალოს – თუ “არა და არასდროს” და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის ” -განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. როგორც ის განმარტავს, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. “ჩვენ რა ქვეყანას ვაშენებთ? ქვეყანას, სადაც გვინდა, რომ ერთმანეთი გავანადგუროთ, თუ სადაც გვინდა, რომ ნორმალურ, ცივილურ სტანდარტებზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ?! ეს არჩევანია. მე მხარს ვუჭერ, რომ თუ საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, შეიწყალოს პრეზიდენტმა.…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია -„თავისუფლება მიშას“ მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელი აქცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იმართება. მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

,,საქართველო, რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი”- ატილა ლასზლო

,,ჩემი და ჩემი კოლეგების პოზიცია უცვლელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას” – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ატილა ლასზლომ მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ. „ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და იამზე, თუ რამდენად დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს მსოფლიოსთვის. ამავდროულად, ვისაუბრეთ რუმინეთის მაგალითზე და ჩვენს გამოცდილებაზე. რუმინეთმა საკმაოდ დიდი გზა გაიარა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე. ეს არ არის იოლი გზა. მაგრამ დღევანდელმა კონფლიქტმა დაგვანახა, რომ ეს აუცილებელია. ამიტომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე გახდეს ნატო-ს წევრი“,-  აღნიშნა ატილა ლასზლომ.

მეტი...

,,მზად ვართ ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის”- აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთი მზად არის ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის. ამის შესახებ არძინბამ სოხუმში რუსეთის ელჩთან, მიხეილ შურგალინთან შეხვედრისას განაცხადა. “ჩვენ მზად ვართ, ირანთან ჩვენი კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. დღეს ირანის მნიშვნელოვანი როლი გლობალური უსაფრთხოების სისტემაშია” – აღნიშნა არძინბამ. ცნობისთვის, 8 ნოემბერს მოსკოვში ირანის საელჩოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ეწვივნენ.

მეტი...

,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელშია და არა ოპოზიციის”- იან კელი

,,საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელშია და არა ოპოზიციის” – განაცხადა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ. „გამოიყენეთ თქვენი უმრავლესობა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ახლავე“- წერს იან კელი. ცნობისთვის, იან კელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი 2015-2018 წლებში იყო.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამლვასთან დაკავშირებით. უწყება აცხადებს, რომ მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა მათთვის არავის მიუწოდებია. ,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ”- ვკითხულობთ განცხადებაში. ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

მეტი...

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი იბრძვის. როგორც მედია აღნიშნავს, ის უპირობო გამარჯვებულია და ვადამდელი არჩევნებით მოქმედ პრეზიდენტს ძალაუფლების გამყარება სურს. თოყაევმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ სექტემბერში განაცხადა და აღნიშნა, რომ აუცილებლობად მიიჩნევს მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების კომპლექსურ გადატვირთვას ახალი სტრატეგიის თანახმად, რომელიც კონსტიტუციაში წელს განხორციელებულ ცვლილებებშია ასახული.

მეტი...

„მსოფლიოს არ სურს უკან დაბრუნება“ – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის იქნება გადამწყვეტი. როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს, გლობალური უსაფრთხოების კურსი სწორედ უკრაინის პროცესზე იქნება დამოკიდებული. „აშშ-ის ხელმძღვანელობამ ხელი შეუწყო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას. მსოფლიოს არ სურს უკან დაბრუნება, არ სურს გაგრძელდეს აჯანყების, ქაოსისა და ომის ახალი, საშინელ ეპოქა. რუსეთის შეჭრა კი გვთავაზობს ტირანიას,  არეულობას  რომელშიც არც ერთ ჩვენგანს სურს ცხოვრება. პუტინს მეგობარი ავტოკრატები უყურებენ და შეუძლიათ დაასკვნან, რომ ბირთვული იარაღის მოპოვება მათ ნადირობის ლიცენზიას მისცემს, რამაც,  შესაძლოა, ბირთვული იარაღის გავრცელების სახიფათო სპირალი გამოიწვიოს“, – განაცხადა ოსტინმა. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ნატო თავდაცვითი ალიანსია…

მეტი...

12 წლის ბავშვი ბავშვს ელოდება, მე-7 კლასელი ორსულადაა

ორსული თავადაც ბავშვია, 12 წლის. თავადაც მოუმწიფებელია და ნაყოფიც, რომელიც დღე-დღეზე უნდა გააჩინოს. მე-7 კლასელი გოგონა 16 წლის მოზარდისგან დაორსულდა. შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. ახლა, მთავარი თავის ტკივილი ის არის, როგორ ამშობიარონ მშობიარობისთვის მოუმწიფებელი ბავშვი. როგორც ექიმები აცხადებენ, ფიზიოლოგიური მშობიარობა ამ ასაკის ორგანიზმისთვის სარისკოა. არადა, მშობიარობას დღე-დღეზე ელოდებიან. როგორც ბავშვის დედა აცხადებს, შემთხვევის შესახებ მან ბიჭის მშობლებისგან გაიგო, რომლებიც მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ ბავშვებს გვერდში უნდა დადგომოდნენ. როგორც გოგონას დედა ამბობს, მას შემდეგ, ბიჭის მხარე არც გამოჩენილა. დედის თქმით, მას არც საკეისრო კვეთისთვის გააჩნია თანხა და არც შვილის…

მეტი...

კვაჭაძის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით – ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან. სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით,  ავტობუსი N329 დადგენილი მარშრუტის მიხედვით ონკოლოგიურ კლინიკამდე გადაადგილდება. რის შემდეგაც, ამაშუკელის, დათუაშვილის და ავთო ვარაზის ქუჩებით დაუკავშირდება ფერმწერთა ქუჩას,  მობრუნდება კვაჭაძის ქუჩის მიმდებარედ და მოძრაობას სოფელი თხინვალას მიმართულებით განაგრძობს. სოფელი თხინვალადან ონკოლოგიურ საავადმყოფოს  მიმართულებით კი, …

მეტი...

„მდიდარმა ენჯეოებმა სახალხო დამცველობის 3 კანდიდატი კლანური პრინციპით შეარჩიეს“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკურად მიუკერძოებლობა იქნება. მისივე შეფასებით, სამი კანდიდატი, რომელიც არასამთავრობოებმა დაასახელეს, კლანური პრინციპითაა შერჩეული. „კრიტერიუმი არის ის, რომ შესაბამისი ორგანოების წევრებმა, თუ თანამდებობების პირებმა, საკუთარი ფუნქციები უნდა შეასრულონ პოლიტიკურად მიუკერძოებლად. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იქნება. მდიდარმა „ენჯეოებმა“ კლანური პრინციპით შეარჩიეს სამი კანდიდატი.  იმ სამიდან, ერთ-ერთმა (ნაზი ჯანეზაშვილი) გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა იმდენად არაკომპეტენტურია“ – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...

ვაკის პარკის ბრინჯაოს ქანდაკებები „ვიღაცამ“ ეზოში დაიდგა?!

ბრინჯაოს ქანდაკებები, რომელიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე იყო განთავსებული,  აღარ დგას. ერთ-ერთმა მოქალაქემ კი ქანდაკება კერძო პირის სახლში, ეზოში აღმოაჩინა. საიდან მოხვდა ქანდაკება კერძო პირის ეზოში, უცნობია. „გაოგნებული ვარ. ვაკის პარკში მარმარილოს ფილები რომ დახსენით და ტალახში ნარევი ცემენტით კიბისმაგვარი რაღაც რომ გააკეთეთ და აშ ეგ ხომ ვიცით. ქანდაკება, რომელიც დიდად არ მომწონდა თუმცა ბრინჯაო იყო და პარკის კუთვნილება, აღარ დამხვდა. ვიფიქრე ალბათ გადაადნობენ ან რამე და ჰოი საოცრებავ. მოვდივარ ფეხით და ეს ქანდაკება ერთერთ ეზოში უდგას ტიპს, მართლა უკვე ეს არაფერში არ ჯდება. იქნებ გამცეთ პასუხი როგორ მოხვდა პარკის ქანდაკება…

მეტი...

ფულს ბუხარში ინახავდა, ქმარმა კი ცეცხლი დაანთო

ქალის მიერ ბუხარში მოწყობილი სამალავი წამებში განადგურდა. 13 000 ევრო, რომელსაც ოჯახის დიასახლისი ბუხარში ინახავდა, ცეცხლის დანთებისთანავე ფერფლად იქცა. შემთხვევა საბერძნეთში მოხდა. ქალის მეუღლემ სამალავის შესახებ არაფერი იცოდა და ბუხარი დათბობის  მიზნით ააგიზგიზა. ინფორმაციას და ვიდეოს ბერძნული მედია ავრცელებს, რომელსაც უამრავი მკითხველი ჰყავს.  

მეტი...

ერთი ძმა ავტოავარიაში დაიღუპა, მეორე კი სიკვდილს ებრძვის

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ძმები ავტოავარიაში მოყვნენ. დემეტრე მეცხვარიშვილი დაიღუპა, მისი ძმა მიხეილი კი გადასარჩენად იბრძვის. ნიუ-იორკის წმ. ნინოს ქართული ეკლესია ყველა სთხოვს ილოცონ მიხეილისთვის. „ღრმა მწუხარებით მინდა გაუწყოთ ჩვენი ეკლესიის ახალგაზრდა წევრის, დემეტრე მეცხვარიაშვილის გარდაცვალების შესახებ, რომელიც წუხელ ავტო ავარიას ემსხვერპლა. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მისი უფროსი ძმა მიხეილი. გთხოვთ ილოცოთ დემეტრეს სულისათვის და ასევე მიხეილის სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. უფალმა დაგლოცოთ!“ – ნიუ იურკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. დემეტრე ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მეტი...