ავარია თბილისში – ერთმანეთს „გლოვოს“ მოპედი და ავტომანქანა შეეჯახნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტნე დადიანის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, ჯიპი მოპედს შეეჯახა. „რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს მოპედის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი. გუშინ მოპედის მძღოლი სატვირთოს დაეჯახა, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ნუ იკლავთ თავს. იარეთ ფრთხილად“, -წერს  „ჩემი ქალაქი მკლავს“ .

მეტი...

„მერაბიშვილი ხუმრობს”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ფეისბუქპოსტს ეხმიანება თეა წულუკიანს ჰკითხეს: „ნაციონალურ მოძრაობაში შიდასაარჩევნო დაპირისპირებამ გამოავლინა, რომ ერთ-ერთ კანდიდატს კეზერაშვილი და მერაბიშვილი უჭერენ მხარს. მერაბიშვილმა ღიად დაწერა, რომ გაიმარჯვებენ. რას ფიქრობთ მათ პოლიტიკაში დაბრუნებაზე? „მერაბიშვილი ხუმრობს. რა შეიძლება, ამაზე მეტი იფიქრო ადამიანმა“, – უპასუხა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის ვანო მერაბიშვილმა დაწერა: „23 ნოემბერი, 2003 წელი. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

მეტი...

,,მთავარ მხარდამჭერად მერაბიშვილი რომ გეყოლება…„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა არის კეზერას ფინანსებზე”- ზარქუა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ წაგებული ომის გამდიდრებული მინისტრის, კეზერაშვილის ფულზეა საუბარი, რომელიც ვერ გაიყვეს და კლანებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ”მთავარ მხარდამჭერად მერაბიშვილი რომ გეყოლება და მის იმედად იქნები, დანარჩენ სხვა მწვალებლებზე რა უნდა თქვა?”. „მათ ცალკე „ტროიკა“ გამოეყო, რომელთაც თავიანთი დაფინანსება აქვთ – ხოშტარიამ ხომ რუსეთში ეს „კანალი“ გაჭრა და რუსული ფულით ფინანსდება. არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ როგორ ჩამოყალიბდებიან, როგორც ჩანს, გიგა ბოკერიას მეტი ფანტაზია აქვს. ესენი ყველა ერთნი არიან. ვინც აქცენტირებულია არა ევროინტეგრაციაზე და ქვეყანას ხელი გაუმართოს, გვერდში დაუდგეს, არამედ…

მეტი...

,,თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი”- მარიამ ჯიშკარიანი

,,თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი – ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი”,- ამის შესახებ “ემპათიას” ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი, ასეთ დასკვნამდე ცენტრი “ემპათია” კი რამდენიმედღიანი კვლევისა და მსჯელობის შემდეგ მივიდა. ,,ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია სიკვდილის მცდელობასაც და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი,”- განაცხადა ჯიშკარიანმა.

მეტი...

,,ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი”- ზარქუა ზურაბიშვილზე

,,ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა არ გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია შეიწყალოს. „ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიდგომაა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს – რა გითხრათ, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“…

მეტი...

ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

სასტიკი მკვლელობა თერჯოლაში –  ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მაღაზიაში, აალებადი ნივთიერება შეასხა და მოკლა. დაღუპული ქალი 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილია. მას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაშავდა მამაკაციც. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმე – პროკურაკურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში – 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა

ავარია გურჯაანში – ცხრა აპრილის ქუჩაზე სკოლაში მიმავალ 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.  მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავს.

მეტი...

,,ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად”- მამუკა ხაზარაძე

,,დაახლოებით ხუთ წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად,” – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა. მისი თქმით, საქართველო იქნებოდა ადგილი, სადაც პირველი, ემიგრაციას და ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების. „ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, სადაც პირველი, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების, რადგან მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა…

მეტი...

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 15 000-ზე მეტი ადამიანია დაკარგული

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) წარმომადგენელის განცხადებით, უკრაინის ომის დროს 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა. მეთიუ ჰოლიდეის ინფორმაციით, ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანია იძულებით გადაადგილებული, ან დაკავებული რუსეთში. მისივე თქმით, უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნა წლების განმავლობაში გაგრძელდება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც.  

მეტი...

პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია, ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

მეტი...

საჩხერის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

,,შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე სამსახურში ცხოვრობს… გვენატრება დავსხდეთ და ვისაუბროთ”- ოლენა ზელენსკა

,,იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“,- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა. პირველმა ლედიმ ოჯახზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან იშვიათად ხედავენ ერთმანეთს. „მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე – სამსახურში ცხოვრობს. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს ალბათ ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცეები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენხანს, რამდენხანსაც გვინდა. ვისაუბროთ ყველაფერზე, უმნიშვნელოსა და მნიშვნელოვანზე, რაც ოჯახში ხდება“, – განაცხადა ზელენსკამ.

მეტი...

პენსიონერს  2 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს მონეტები მოჰპარეს

საბერძნეთში, 76 წლის პენსიონერს  2 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს მონეტები მოჰპარეს. კაცი ქურდობაში ცოლის დას ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა ფიქსირდება.  თუმცა, როგორც ქალი აცხადებს, მის ანგარიშზე არსებული თანხა მემკვიდრეობაა და არა მოპარული ფული.

მეტი...

,,გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ყირიმის დეოკუპაციას, დროის კარგვაა”- ზელენსკი

,,თუ შენს მიწას სრულად ვერ დაიბრუნებ, ომი უბრალოდ გაყინულია. მისი განახლება დროის საკითხია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის ლიდერის თქმით, მას მიაჩნია, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია. „მესმის, რომ ყველა დაბნეულია შექმნილი სიტუაციით და იმით, რა ბედი ეწევა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს გზა ყირიმის დეოკუპაციისკენ არასამხედრო გზებით, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები… თუ გადაწყვეტა არ მოიცავს დეოკუპაციას და ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას. „მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად. ეროვნული სტრატეგია, სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს.…

მეტი...

რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს, საცხოვრებელი უბნის რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 21 კი დაშავდა. ,,დღეს არის კიდევ ერთი საშინელი ფურცელი ჩვენი გმირი ქალაქის ისტორიაში. მხოლოდ საღამოს – 21 დაჭრილი და 7 გარდაცვლილი”, – წერს ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე. ცნობისთვის, ხერსონის მისამართით რუსეთის არმიამ გუშინ ღამით რამდენჯერმე გახსნა ცეცხლი არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

მეტი...

,,ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს”- უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, როსტისლავ სმირნოვის განცხადებით, ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს. მისი თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია. “ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული”, – აღნიშნა სმირნოვმა. სმირნოვის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მაშველებმა უკვე გაანეიტრალეს 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მეტი...

საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა – მკვლელობა თერჯოლაში

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მაღაზიაში, აალებადი ნივთიერება შეასხა და მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ქალი 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილია. როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაშავდა მამაკაციც. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მეტი...

,,უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება…მზად ვართ გავუძლოთ”- ოლენა ზელენსკა

,,უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება,”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ზამთარს გაუძლებს და გააგრძელებს ბრძოლას. ,,მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, – განაცახადა უკრაინის პირველმა ლედიმ. ოლენა ზელენსკმა გამოკითხვასაც ეხმიანება, რომლის  თანახმადაც,  უკრაინელების 90%  მზად არის იცხოვროს ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში ორი-სამი წლის განმავლობაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას დაინახავენ. „იცით, ადვილია მარათონზე სირბილი, როცა იცი რამდენი კილომეტრია… ”ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა – ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. მისივე თქმით, პუტინსთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელოვანი და ეს ძალაა. „ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება. მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ…

მეტი...

,,რუსებმა არ იციან, როგორ იომონ, ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დატერორება”- ზელენსკი

,,ეს დამარცხებულების შურისძიებაა,”- ასე ეხემიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხერსონის მისამართით ცეცხლის გახსნას. მისი თქმით, ასეთი ტერორი მაშინ დაიწყო, როგორც კი რუსეთის არმია იძულებული გახდა, ხერსონიდან დაქცეულიყო. მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. „თითქმის ყოველ საათში ერთხელ ვიღებ ინფორმაციას ოკუპანტების მიერ ხერსონზე მიტანილი დარტყმების შესახებ. ასეთი ტერორი დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის არმია იძულებული გახდა, გაქცეულიყო ხერსონიდან. ეს დამარცხებულების შურისძიებაა. არ იციან, როგორ იომონ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დატერორება. ან ენერგეტიკული ტერორი, ან საარტილერიო ან სარაკეტო. ეს არის ის, სადამდეც მოხდა რუსეთის დეგრადაცია მოქმედი მმართველების პერიოდში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.…

მეტი...

,,საქართველო განაგრძობს  მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო განაგრძობს  მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას. „რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს  მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

მეტი...