ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონში არსებული დასახლებების 4  სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. მის მიხედვით: სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შექმნას: ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხერსონის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირება დაევალა. შეგახსენებთ, რომ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა რუსული არმიის დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან და ქალაქ ხერსონიდან გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების გაყვანის…

მეტი...

„რუსული ძალები არ ტოვებს ხერსონს, ის უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი ხერსონს საკუთარი სურვილით კი არ ტოვებს, ის უკრაინულმა არმიამ გააძევა. „რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა. ნოკაუტში ჩააგდეს მძიმე ბრძოლით, დანაკარგებით, მტრის თავდაცვის მეთოდური გამოფიტვით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით. ძვირფასო ხერსონელებო, აქ ვართ, დავბრუნდით. ასე რომ, თქვენც ბრუნდებით. კეთილი იყოს, თქვენი სახლში დაბრუნება“, – აცხადებს არესტოვიჩი. მისი თქმით, შეტაკებები მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, თუმცა, ამის შემდეგ კი დადგება რთული პერიოდი სტაბილიზაციის ზომებისთვის. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა  

მეტი...

რუსული არმიის მხრიდან უკრაინის დატოვების გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი აფასებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას იენს სტოლტენბერგიც აკეთებს. როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ჯარების გასვლის გადაწყვეტილება გმირი უკრაინელი მებრძოლების დამსახურებაა. „გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგრამ,  დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება რეალურად ადგილზე. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევის გარშემო ჩრდილოეთიდან განდევნეს, შემდეგ ხარკოვის გარშემო აღმოსავლეთიდან და ახლა ვხედავთ, როგორ ახერხებენ უკრაინელები, ნელ-ნელა უკან დაახევინონ სამხრეთში, ხერსონის გარშემო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს. ასევე, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან,…

მეტი...

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

რუსები უკრაინის გარკვეული ტერიტორიებიდან გადიან. კერძოდ, რუსული არმია დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებს. ჯარების გაყვანის ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა. რუსული მედიის ინფორმაციით მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანების შესაბამისად, უკრაინის დატოვების პროცესი დაწყებულია. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო. „არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის პოზიციის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ…

მეტი...

,,კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან”- გია ვოლსკი ე.წ. ”ქონცენტრების საქმეზე”

„ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა, რომ ქოლცენტრების თემა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, უკავშირდებოდეს, მაგრამ საპირისპირო სურათი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან. „ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები უადგილოა, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულების საკმაოდ დიდი მასშტაბია. მსოფლიოს დონეზე არის ჩართული სამართალდამცავი და სპეციალური სტრუქტურები. ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, ქართველებმაც იმუშავეს და გამოაჩინეს საკმაოდ მძლავრი ქსელი. გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოში აღმოჩენილი. არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ…

მეტი...

მეფე ჩარლზ მესამეს კვერცხები ესროლეს

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ინგლისის ქალაქ იორკში, მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას კვერცხები ესროლა. მონარქი და მისი მეუღლე შეკრებილ ხალხს ესალმებოდნენ, რა დროსაც მათი მიმართულებით სამი კვერცხი ისროლეს. ბრიტანული მედიის ცნობით, დაპატიმრების დროს მამაკაცი ყვიროდა, რომ „ეს ქვეყანა მონების სისხლზე აშენდა“. როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, არცერთი ნასროლი კვერცხი მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას არ მოხვედრიათ.

მეტი...

,,რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დიდი ალბათობით, ცუდ მდგომარეობაში დარჩება”- დიმიტრი პესკოვი

,,ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგს არ ექნება არსებითი გავლენა რუსეთ – ამერიკის ურთიერთობებზე,” – ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთ – ამერიკის ურთიერთობები დიდი ალბათობით, ისევ ცუდ მდგომარეობაში დარჩება. „რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ, ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ არაა საჭირო სერიოზულად გავაზვიადოთ ამ არჩევნების მნიშვნელობა რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა პესკოვმა.  

მეტი...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებს, ამ დიაგნოზით, წლის განმავლობაში, 6 000-მდე პაციენტი მიმართავს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია. ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. „ეს პროგრამა საკმაოდ მოცულობითი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია.…

მეტი...

,,რეფერენტული ფასების დადგენა 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს”- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაახლოებით 40%-ით გაიაფებს მედიკამენტებს. მისივე თქმით, მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით, შემოწმებისა და მონიტორინგის სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება. „ისტორიული გადაწყვეტილება რაც არის, ეს ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრას. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს აქტიურად დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება ელექტრონული რეცეპტებით, ასევე გავხსენით თურქეთის ბაზარი, რომლითაც ჩვენი დღევანდელი გათვლებით, დაახლოებით 100 მლნ ლარის დაზოგვა მოახერხა ჩვენმა მოსახლეობამ იქედან შემოტანილი მედიკამენტების ხარჯზე. ახლა უკვე შემდეგი ეტაპი, რაც იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, (მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული და შემდეგ გაიგზავნება პარლამენტში…

მეტი...

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა ავრცელებს. ,,კვირების განმავლობაში რუსეთი უტევს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ მოისმინა ჩვენი თხოვნა და გამოგვიგზავნეს 500 დენის გენერატორი, რათა დაეხმარონ უკრაინელებს ზამთარში გადარჩენაში”, – განაცხა სტეფანიშინამ. ცნობისთვის, 20 ოქტომბერს უკრაინამ ევროკავშირს და ნატოს ენერგოტექნიკით დახმარებაის თხოვნით მიმართა.

მეტი...

მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში – „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში  ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.  რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა,  სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის…

მეტი...

,,ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ ჩაბარებულიყო”- კალაძე ”მამისონზე”

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, კომპანია “მამისონი” ვერ შეძლებს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს. მისი  თქმით, კომპანიას სამუშაოების დროულად ჩატარების რესურსი არ აქვს, რის გამოც ხელშეკრულება შეწყვიტეს. ,,რაც შეეხება “ვარკეთილის” მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია და აღნიშნული კომპანია, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მეტრო “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყელა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დაგვიანება აქვთ. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს კომპანია ვერ შეძლებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც დაკავშირებულია ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, –…

მეტი...

ხარკოვში ნაღმის აფეთქებას ორი მუშა ემსხვერპლა

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში ნაღმის აფეთქების შედეგად ორი მუშა დაიღუპა. ისინი გზის საფარის შეკეთების სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც ნაღმი აფეთქდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით,  ოკუპანტებს “დანაღმული აქვთ აბსოლუტურად ყველაფერი”. ,,სამწუხაროდ, დღის განმავლობაში დაიღუპა 21 და 51 წლის საგზაო სამსახურის ორი თანამშრომელი. დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი 55 და 34 წლის ასაკის. ჩუჰუივის რაიონში მუშაობისას სპეცტექნიკამ ნაღმი გააქტიურა”, – განაცხადა სინეგუბოვმა.    

მეტი...

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 29 ოჯახს გადაეცა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს გადასცა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. „სამგორის რაიონში 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება. 2 500-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. ლაპარაკია ოჯახებზე, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, ვერ იკანონებდნენ. აღნიშული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მიხარია, რომ დღეს კიდევ 29 ოჯახი გავაბედნიერეთ. ვულოცავ მათ. ეს…

მეტი...

უკრაინის ხელისუფლება სამინისტროების 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლება სამინისტროების 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს. მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ზელენსკი პრემიერ დენის შმიგალს უკვე შეხვდა. არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამთავრობო სამსახური გაერთიანდება ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის განვითარების სამინისტროში. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფუნქცია დაემატება კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს და დაერქმევა ევროინტეგრაციის, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტრო, სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო (ნაწილობრივ) და აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო გაერთიანდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, უკრაინის საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტო (საჯარო სამსახური) და სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო (ნაწილობრივ)…

მეტი...

კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. სამინისტროს განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია  და ეპიდსიტუაცია სტაბილურია, ამის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს. არსებული ინფორმაციით, კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს და  დაინტერესებულ მხარეებს  საჯარო წესით გაუზიარებს.

მეტი...

,,ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები”- ირაკლი ზარქუა

,,ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები. ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ნიკა მელია ღირსია ლევან ხაბეიშვილის ”გადაყენებული” დაერქვას. როგორც ზარქუა აღნიშნავს, უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა. ,,ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები. ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და…

მეტი...

„პუტინმა მარცხი განიცადა, რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე იყო”- აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი აცხადებს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესობა დაკარგა. „პუტინმა მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე იყო “,- განაცხადა კალიმ. მისივე თქმით, ომის დაწყებიდან, რუსეთმა იმაზე მეტი მსხვერპლი განიცხადა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში.

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განუკითხაობა, ერთმანეთს დაერივნენ”- კახა კალაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განუკითხაობა, ერთმანეთს დაერივნენ, არ ვიცი, რას ვერ იყოფენ,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ თემებია და არ სურს დეტალებში შევიდეს. „ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობა. არ ვიცი, რას ვერ იყოფენ, თუმცა ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა, დეტალებში შევიდე, რადგან თემაც არ ვიცი და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რას გააკეთებს, მელიას გააგდებს, არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

,,კარგად იცის „მამისონმა”, რომ ყველაფერი მათი ბრალია”- ხმალაძე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კომპანია „მამისონის” განცხადებას ეხმიანება,  რომლის თანახმადაც, მეტროსადგურ „გოცირიძის” სამუშაოები ბიუროკრატიული ბარიერების გამო გაჭიანურდა. ხმალაძის თქმით, კარგად იცის „მამისონმა”, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ. „სამწუხაროა, რომ „მამისონი“ მსგავს განცხადებებს აკეთებს. პირადად ვარ ჩართული და ძალიან კარგად ვიცი, სად შეუშალა ბიუროკრატიამ ხელი და სად საკუთარმა დაუდევრობამ, უპასუხისმგებლობამ და მოშლილი მენეჯმენტის სისტემამ თვითონ კომპანიაში. კარგია თუ სასამართლოში შეიტანენ საქმეს. მე რა განცხადებებიც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს სასამართლო დაადგენს ჯარიმის ოდენობასაც. მაშინაც, როცა არაფერი სჭირდებათ ადმინისტრაციული სისტემებისგან, სამუშაოებს მაღალ ტემპში კომპანია მაინც ვერ ახორციელებს. მე არ მგონია,…

მეტი...

,,ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს”- კახა კალაძე

,,სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა ხდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს”, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას. კალაძის თქმით, ”ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის”. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა ხდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს. იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის…

მეტი...

,,არ ვიქცევით ევროპელებივით, არ ვამბობთ უარს ცუდ ზნე-ჩვეულებებზე, ამის გამო გვეუბნებიან ევროპაში შესვლაზე უარს”- იაგო ხვიჩია

,,ჩვენ ფიზიკურად არ ვიქცევით ევროპელებივით, არ ვამბობთ უარს იმ ცუდ ზნე-ჩვეულებებზე, განსაკუთრებით მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიულად მოგვდგამს და ამის გამო გვეუბნებიან ევროპაში შესვლაზე უარს,”– ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეიმჩნია, რას ითხოვს ევროკავშირი, ამიტომ ახლა ეს ამ ანგარიშით „დაუმარცვლეს“. „საქართველოს მთავრობას როდესაც უთხრეს, დეოლიგარქიზაცაზე რომლის მიზანი, როგორც დაზუსტდა, ყოფილა ერთპიროვნული მმართველობის შესუსტება და შეჩერება, ეს არ შეიმჩნია „ქართულმა ოცნებამ“. პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც თითქმის ყველას შეეხებოდა, ვისაც ფული აქვს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, შესაბამისად, იმათ თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, ამიტომ დაუმარცვლეს და დამარცვლით მიაწოდეს ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას. რაც…

მეტი...

დიმიტრი პესკოვო ოკუპირებულ ლუგანსკში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, პესკოვმა “ლუგანსკის მედიისა და პრესსამსახურის წარმომადგენლებისთვის”  “სასწავლო პროგრამა” ჩაატარა და მისი მუშაობის საფუძვლები გაუზიარა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,რომ კრემლის პრესსპიკერი ოკუპირებული რეგიონის “ოფიციალურ პირებსაც” შეხვდა.  

მეტი...

ნატო-ს შემდეგი სამიტი ლიეტუვაში 11-12 ივლისს გაიმართება

ნატო-ს შემდეგი სამიტი ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტი იქნება შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გადასახედად. ,,ჩვენ გვაქვს ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემო ცივი ომის შემდეგ. ვილნიუსში შეხვედრა იქნება შესაძლებლობა მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და გადახედონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, ასევე გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

ნაკლებად სავარაუდოა, ყირიმის ხიდმა სრულად ფუნქციონირება 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი. „ყირიმის ხიდზე თავდასხმამ გამოიწვია ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსული ლოჯისტიკური მიწოდების შეფერხება, რამაც შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო ტექნიკა და ჯარები რეგიონში სარკინიგზო ან საავტომობილო გზით“, – წერს ბრიტანეთის თავდაცვა. ცნობისთვის, ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი, ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთი აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.

მეტი...

,,არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“- იაგო ხვიჩია

,,მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ”ბოლო პერიოდი „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა, ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა”. ,,მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება, ამიტომ მე არ მექნებოდა დიდი მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, რათა ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი…

მეტი...

,,დასავლეთი საქართველოს “მეორე ფრონტის” გახსნისკენ უბიძგებს”- სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ დასავლეთი საქართველოს “მეორე ფრონტის” გახსნისკენ უბიძგებს. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება. ,,რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნისკენ. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს”,- განაცხადა შამბამ.  

მეტი...

PSP-მ შვეიცარულ კომპანია „დოქტორ ვაილდთან“ ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა

PSP ფარმასა და შვეიცარულ კომპანია „დოქტორ ვაილდს“ შორის მოლაპრაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა და ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტის გაფორმდა. „დოქტორ ვაილდი“ შვეიცარიის ბაზრის ლიდერი კომპანიაა პირის ღრუს მოვლის საშუალებების წარმოებისა და გაყიდვების მიხედვით. 90 წლიანი ისტორიის კომპანია 1940 წლიდან წამყვან დენტალ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ქმნის ინოვაციურ და ექსკლუზიურ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს როგოც ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე სპეციფიური საჭიროებებისა, პირის ღრუს პრობლემებისა და მისი სიჯანსაღისთვის. კომპანია პროდუქციას შვეიცარიის ქალაქ მაინტსში არსებულ საკუთარ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში აწარმოებს და მუდმივად აკონტროლებს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. „დოქტორ ვაილდის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის ინოვაციური კბილის პასტები, გელები და სავლები საშუალებები მსოფლიოს…

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირის სავალი ნაწილი უახლოეს დღეებში გაიხსნება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება და გზის სავალი ნაწილი გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. „როგორც ვთქვით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოები ნოემბერში დასრულდებოდა. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა,…

მეტი...

ე.წ. ”ქოლცენტრების საქმე” – პროკურატურამ 7 ქვეყნის ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. „ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა.…

მეტი...

,,ახლა არის დრო, ყველა პარტია გაერთიანდეს და შეასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა”- კელი დეგნანი

,,ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, აშშ წუხს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის გაგრძელების გამო. „ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური მხარეების მისამართით, რომ გაერთიანდნენ დემოკრატიული მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული ამბიციური რეფორმებისთვის. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიურად. ვფიქრობ, საქართველოს აქვს კანონპროექტების წარდგენის ძალიან კარგი გამოცდილება ვენეციის კომისიასთან და სხვა ევროპულ საექსპერტო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, რომ მიეღო უკუკავშირი მის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ევროპულ სტანდარტებს იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ძალიან…

მეტი...

,,მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად”- მარკ კლეიტონი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, აღარ არის პირდაპირ ჩართული ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში. „თუმცა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობისკენ. ამის უკან დგას ძალიან საბაზისო დემოკრატიული მომენტი, კერძოდ ის, რომ ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მათ სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ისინიც მხარს უჭერენ ამ წევრობას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ…

მეტი...

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე გამოცხადდა

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე – აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით, 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ასეულობით ოჯახის პრობლემის გადასაჭრელად. კიდევ ორ მისამართზე – აბაშვილის ქ. N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დამატებით, დაახლოებით, 180 ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ამჯერადაც გამოხატავენ ინტერესს და…

მეტი...

,,უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ხელისუფლება”- ელენე ხოშტარია

„გირჩი – მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „დროას“ წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროპარლამენტის 12 რეკომენდაციის შესრულება. ელენე ხოშტარიას თქმით,  ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა ევროპას მეტად დაუახლოვდეს. „ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი, როცა ველოდებით შეფასებას ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არათუ წინსვლაზე, არამედ უკუსვლასა და რეგრესზე. არც ერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე, რომ დავუახლოვდეთ ევროპას. მაგალითად, ნიკა გვარამაის გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

რუსეთმა დაახლოებით 77 950 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციითმ, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 77 950 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 77 950; ​ტანკი – 2 801; ჯავშანტექნიკა – ​5 666; საარტილერიო სისტემა – 1 802; სარაკეტო სისტემა – 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 260; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 483; საკრუიზო რაკეტები – 399;  საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 227; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 159.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები”- ირაკლი ნადირაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. „დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები. ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“…

მეტი...