,,დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია, რომ იზრუნოს ქვეყნისთვის”- გია ვოლსკი

,,ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელ, დესტრუქციულ პროცესებს განავითარებს, ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებაში და სტაბილურობის შენარჩუნებაში შეუშალოს ხელი” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია, რომ იზრუნოს ქვეყნისთვის, იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც ოპოზიციური პლათფორმიდან. ”„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ოპოზიციური პარტია, ეს არის შეთქმულთა ბანაკი და სამწუხაროდ ეს შეთქმულება უპირისპირდება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ თვალწინ ვითარდება მოვლენები,  როდესაც ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ფინანსური რესურსები ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელი ჯგუფი ჩაიგდებს უპირატესობას ხელში.…

მეტი...

,,როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც”- მიკო სავოლა

,,საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა” – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიკო სავოლამ. სავოლას შეფასებით, ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც. „საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველით ნატო-ში გაწევრიანებას. რატიფიკაციის პროცესი გრძელდება, 28 ქვეყანამ უკვე მიიღო ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ახლა მხოლოდ ორის დასტურს ველოდებით. ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მიკო სავოლამ.

მეტი...

საქართველოს მორაგბეებმა უელსის ნაკრები დაამარცხეს

13:12 ასე დასრულდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და უელსის ნაკრების შერკინება. ეს იყო ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ.  ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა. ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ქართველებმა მოიპოვეს. ჯარიმა მატკავამ შეასრულა და შედეგიც დაიდო – 13:12. მორაგბეებთან ერთად, გამარჯვებას სალომე ზურაბიშვილიც აღნიშნავს.

მეტი...

რუსეთში გაზის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის კუნძულ სახალინზე მდებარე სოფელ ტიმოვსკოეში, ხუთსართულიან სახლში გაზის აფეთქება მოხდა, რასაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 9 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის 8, 10 და 12 წლის ოთხი ბავშვია. მომხდარ ტრაგედიას სახალინის რეგიონის გუბერნატორი, ვალერი ლიმარენკოც ადასტურებს. წინასწარი ცნობით, სახლში 20-ლიტრიანი გაზის “ბალონი” აფეთქდა, რომელიც ერთ-ერთმა მცხოვრებმა სამზარეულოსთვის გამოიყენა. ვინაიდან საცხოვრებელი სახლი გაზიფიცირებული არ არის, მობინადრეები დღემდე გაზის “ბალონებით” სარგებლობენ. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს ფულად კომპენსაციას დაჰპირდა.

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. როგორც ზელენსკი წერს, ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ცნობისთვის, სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 25 ოქტომბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ეს კიევში მისი პირველი ვიზიტია.

მეტი...

მარტვილში 9 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, კბილის ამოღების შემდეგ, გართულებით გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გოგონას კბილი ამოუღეს რის შემდეგაც მას სეფსისი განუვითარდა . როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, გოგონას ექიმთან მიყვანამდე, დაახლოებით 10 დღე კბილისა და ყურის ძლიერი ტკივილები აწუხებდა და მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია ჰქონდა, თუ არა მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

მეტი...

გურჯაანში არსებული ერთადერთი სამშობიარო დაიხურა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა. დაწესებულება “ჯეო ჰოსპიტლის” კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო. ადგილობრივი ხელმძღვანელის გელა ორველაშვილის განცხადებით, ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მსჯელობდა. ორველაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის. “ამ ეტაპზე სამეანო განყოფილება არის დახურული. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა მშობიარობების რაოდენობა, პარალელურად მოიმატა პედიატრიული პაციენტების რაოდენობამ. გადაწყდა, რომ შეიქმნას ძლიერი პედიატრიული სამსახური, რომელსაც მხარდაჭერა ექნება თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან. აქამდე ბავშვები სტაციონარში იწვნენ ხოლმე ასაკიან პაციენტებთან ერთად, მათთვის ცალკე…

მეტი...

ბულგარეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა ხუთ პირს, სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან კავშირის გამო

ბრალი წაუყენა ხუთ პირს, რომლებიც დაეხმარნენ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს გასულ შაბათ-კვირას ცენტრალურ სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში, რამაც ექვსი ადამიანის, მათ შორის 9 და 15 წლის ორი გოგონას, სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა სოფიის პროკურატურის პრესსპიკერმა სიიკა მილევამ, ბრალდებული ხუთი პირი “ლოგისტიკურად” დაეხმარა გაქცევაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს. ცნობისთვის, პარასკევს თურქეთის პოლიციამ 17 ადამიანი დააპატიმრა აფეთქებასთან კავშირის გამო.

მეტი...

,,ეჭვი არ მეპარება, რომ უდიდესი უმრავლესობა ჩვენი პარტიის ამომრჩევლებისა და წევრებისა, გააკეთებენ ერთადერთ სწორ არჩევანს”- ნიკა მელია

,,ყველაფერს გადაწყვეტს საარჩევნო კამპანია, პარტიის ერთგული ამომრჩეველი, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი პარტიის უდიდესი უმრავლესობა გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა თავად საარჩევნო კამპანია, რომელიც მე ჯერ კიდევ არ დამიწყია – ”განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ. მელიას შეფასებით, მნიშვნლეოვანია, რომ პარტიაში ახალი პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. „ ვის მიიჩნევენ ღირსეულ კანდიდატად და ვინ გაუძღვება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მხოლოდ და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამას უახლოეს პერიოდში ვიხილავთ, ეს არის პროცესი, რომელშიც ახლა ვართ. მივანდოთ საკუთარი პარტიის ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს ამ არჩევანის გაკეთება. ყველაფერს გადაწყვეტს საარჩევნო კამპანია,…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია” – ვალერი გელბახიანი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. როგორც ადვოკატი განმარტავს, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს. „უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაა. კვლევის ნაწილში არის მონაცემები თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა. ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია“ – აცხადებს გელბახიანი. რაც შეეხება იმას, თუ რა დროიდან არის მოწამლული მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ყოფნის დროს თუ ციხიდან კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. გელბახიანი განმარტავს, რომ ამას გამოძიება სჭირდება და დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელიც…

მეტი...

,,უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უბრალოდ ომის დასრულება არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს – შესვენებას ძალების აღსადგენად, ასეთი შესვენება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე უკრაინის ლიდერის განცხადებით, გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი „ნებისმიერ გაჟღერებულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენიტეტის დათმობაზე არ შეიძლება მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს“ – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმე პარტნიორებს უკრაინის მიერ ინიცირებული 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაში დახმარებისკენ მოუწოდა. „უკრაინის „მშვიდობის ფორმულაში“ 10 პუნქტია. ეს არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს…

მეტი...

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგი – ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილზეა

ბრიტანულმა გამოცემა Fourfourtwo-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ბოლო წლებში პირველად, 100 საუკეთესოს შორის ქართველიც მოხვდა – ხვიჩა კვარაცხელია სიაში 37-ე ადგილზეა და ბევრ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს. „100 საუკეთესო მოთამაშის საბოლოო რეიტინგის შედგენის დროს გვინდოდა, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვყოფილიყავით. მოთამაშეთა შერჩევისას გავითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიჭი და ტალანტი. ჩვენს სიაში მოხვდნენ მომავალი ვარსკვლავები და ასევე ის შესანიშნავი მოთამაშეები რომელთა თამაშიც გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდება“ – წერია სტატიაში. „კვარაცხელია უცნობი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში  სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ სათამაშოდ დაბრუნდა. ახლა კი „ნაპოლიში“ ბრწყინვალე თამაშით „ანგრევს“ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგას. კვარაცხელია, გარემარბია, რომელსაც…

მეტი...

კიევიდან ხერსონში ომის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა

კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე გავიდა. ვაგონებში 200 მგზავრი იმყოფებოდა. ხერსონში მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში, მოხატული ვაგონებით ჩავიდა. პროექტი „უკრზალიზნიცისა“ და UNITED 24-ის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდა. ვაგონებს „უკრზალიზნიცის“ ობიექტებზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

მეტი...

ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიათოლას სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს

ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახლში დაიბადა აიათოლა ხომეინი, მოგვიანებით კი, შენობა მუზეუმად გადაკეთდა. პარალელურად, აქცია გაიმართა ქალაქ ზაჰედანში, სადაც მონაწილეები სკანდირებდნენ „სიკვდილი ხამენეი​ს“, რომელშიც ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოიაზრება.

მეტი...

ყვარელში 25 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მეტი...

,,ჰონგ-კონგის” ვირუსი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლაა – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებთან მიმართებით ნაკლებად ფიქსირდებოდა, გრიპთან დაკავშირებით კი სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა. ამის შესახებ მან მედიაცენტრ ,,მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჩხაიძის განმარტებით, წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 2 წლამდე ასაკის ბავშვი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება. „შესაბამისად, გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია გართულებებისა და გამოსავლის მიხედვით, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს. ამიტომ, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მეტი...

ზუგდიდში 2 ადამიანი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში ორი გარდაცვლილი პირის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი კვებითი ინტოქსიკაციაა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

სოფელ გომთან, ერთ-ერთ სასადილოში, თურქ კაცსა და ქართველ ქალს სცემეს

სოფელ გომთან, ერთ-ერთ სასადილოში, თურქ კაცსა და ქართველ ქალს სცემეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სასადილოში ჩხუბი იყო. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ფიზიკურად იძალადეს თურქ კაცსა და ქართველ ქალზე. დაშავებულები ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით, ქალს თავის ღია ჭრილობა, ხოლო კაცს თავის ზედაპირული ტრავმა აღენიშნებოდა. სასადილო, სადაც ინციდენტი მოხდა, თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, დაწესებულებაში ხშირად ჩერდებიან ტრაილერების მძღოლები.

მეტი...

„ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, იმედი გვაქვს, სამშვიდობო მოლაპარაკება აღდგება“ – ჩინეთის ელჩი უკრაინის ომზე

„ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია დიალოგი და სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთ-უკრაინას შორის. „ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს. ბევრ ქართველს აინტერესებს ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის…

მეტი...

„ომი თავად მოვა ჩვენთან“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთადერთი გზა ქვეყნების ომში ჩათრევისა არის უკრაინისთვის ზურგის შექცევა. ამ შემთხვევაში, ომი „თავად მივა“ ყველასთან. როგორც მეტეუშ მორავეცკი აცხადებს, მთავარი ხაზი დრეს უკრაინის მხარდაჭერაზე გადის. პრემიერმა პოლონეთში ჩავარდნილ რუსულ რაკეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საეჭვო ფაქტია. „100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. დღეს, პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ესაა უკრაინისთვის ზურგის შექცევა. ასეთ შემთხვევაში ის ადრე თუ გვიან რუსეთისგან უზარმაზარ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება” – აცხადებს…

მეტი...

„ქვეყნის მართვა ხალხის ხელში უნდა იყოს“ – ჩინეთის ელჩი სახალხო დემოკრატიის უპირატესობაზე

„ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ თავს დემოკრატიის მამამთავრად მიიჩნევს და სხვების მიმართ უსაფუძვლო მითითებების გაცემას არ ერიდება. ჩვენი აზრით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი შემდეგი ოთხი კრიტერიუმით ფასდება“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქარველოში ჭოუ ციენი, რომელმაც მედიასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები განიხილა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მთელი პროცესის სახალხო დემოკრატიაზე უნდა იყოს აწყობილი და ქვეყნის მართვა ხალხის ხელში უნდა იყოს. „რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ორმოცწლიან პერიოდში, ჩინეთმა ორი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ესენია სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა. ამ მონაპოვრის უკან „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ დგას. ეს არის დემოკრატიის ყველაზე ფართო, ჭეშმარიტი…

მეტი...

პატრიარქის ბრძანებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ბოლო პერიოდში,  დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. კომისიამ იმსჯელა…

მეტი...