“ჩინეთის მოდერნიზებით მსოფლიოში განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდება” – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მედიასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგებზე ისაუბრა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ქვეყნის წლევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს როგორც ჩინეთის, ისე მთელი მსოფლიოს განვითარებაზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის განვითარების მიღწევები და სამომავლო ამოცანებზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე, ჩინური სტილის მოდერნიზაციაზე, საგარეო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია სახალხო დემოკრატია. „როგორც სი ძინფინგმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში ერისა და პარტიის ცხოვრებაში ისტორიული დატვირთვის მქონე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან გავიდა 100 წელი. მეორე, დაიწყო ჩინური…

მეტი...

„არ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიც გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს შესაძლებელია, ბევრი რამ არ ჰქონდეს, თუმცა, რაც მთავარია, გვაქვს ადამიანური ძალა და ადამიანური ტვინი. „გუშინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიც მაგალითად, გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო, ესეც ბუნებრივი რესურსია, გვაქვს ელექტროენერგია და შეგვიძლია, მეტი გვქონდეს. როგორც პატარა ქვეყანას, დიდი რაოდენობის არ გვაქვს, მაგრამ დიდი ოდენობით გვაქვს ადამიანური ძალა, ადამიანური ტვინი და სურვილი, რომ საქართველო ექსპორტზე გავიტანოთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია დიასპორებთან კავშირების შენარჩუნება. „ნებისმიერ ქართველს, ცხოვრობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ, უკვე დაბრუნდა…

მეტი...

„შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა“ – საქართველოს პრეზიდენტი

  ,,გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნის ღონისძიებაზე . პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რატომ ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ასეთი კონფერენციის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით, ეს წარმოადგენს ყველაფერ იმას, რაც საქართველოს სჭირდება დღეს. პირველ რიგში, გლობალურობა. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას…

მეტი...

„თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი” და  სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს ქართული საზოგადოება“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,  რადიკალური ოპოზიცია  კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ გადაიქცა. ამ ყველაფრის შედეგი რაც იქნება. ქართული საზოგადოება მალე ნახავს. „თქვენ განაცხადეთ, რომ ჩვენ ვუკავშირებთ ერთმანეთს ომს და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ დროს თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება იყო პასუხი კითხვაზე – „აბა ომი გინდათო“? ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც თქვენი „ტროიკის“ წარმომადგენელია განაცხადა, რომ ომში არ ჩართვის გამო არ მოგვენიჭა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. ეს განაცხადა ზურა ჯაფარიძემ, რომელიც ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი, რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე.…

მეტი...

,,დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ” – „ევროპის სახალხო პარტია“

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური დევნის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც 4 რეკომენდაციას მოიცავს. რეზოლუციაში გააკრიტიკებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშილი კი მოხსენიებულია “პუტინის პირადა პატიმრად.” ,,ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისი საჭირო რეფორმების გატარებით, ქართველი ხალხის სარგებლისა და მათი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის; მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, ცხადად გაემიჯნონ და დაგმონ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების წახალისებული სიძულვილის შემცველი რიტორიკა…

მეტი...

,,წყალსაცავში ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია”- ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი

,,წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა” – განაცხადა ,,ენგურჰესის” ტექნიკური დირექტორმა გია ხუბუამ. მისივე შეფასებით, მიზეზი ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა. ,,წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ – წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4, 5 მილიარდ კვტ.სთ-ს. თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში. აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს” –…

მეტი...

„სრულად შეუფერებელი იყო, მგონია, ქართველები ამას აცნობიერებენ” – დეგნანი ზარქუაზე

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, დეპუტატ ზარქიას შეფასება სენატორ ჯინ შაჰინთან დაკავშირებით, შეუფერებელია. ,,არც ერთი ქართველი არ გამოიყენებდა მსგავს სიტყვებს არავის მიმართ” – აცხადებს აშშ-ის ელჩი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ზარქუამ  ჟურნალისტებითან  სენატორ ჯინ შაჰინს “ჩათლახი” უწოდა. „ვფიქრობ, ეს სრულებით შეუფერებელი იყო და ამას, ჩემი აზრით, ქართველებიც აცნობიერებენ”- აღნიშნა ელჩმა. „ჩათლახი“ – დეპუტატი ზარქუა ამერიკელ სენატორზე

მეტი...

„გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა რაღაც, თუ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“ – პრემიერი ოპოზიციას

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია ხალხს ატყუებს, როცა აცხადებს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და ქვეყანა დაიქცევა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. „კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული. მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობას და მათ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში. მისი შეფასებით, სტატუსის მისაღებად საჭიროა  „მომზადება და არა ფარისევლობა და ტყუილი“. „ოპოზიციას მინდა მივმართო – ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი? 24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე. გასაგებია, გავიგეთ და გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება“ – ირაკლი კობახიძე

„ათი წლის განმავლობაში,  ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ძალიან რთულ გარემოში. ასეთ პირობებში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, სერიოზული ძალისხმევა და ჩვენ ეს მოვახერხეთ. „ქართული ოცნების“  ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომელმაც მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება.  ათწლიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი,  რომ ქვეყანა განვითარდეს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება  ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა. „მშვიდობა, და სიმშვიდე, ეს არის მიღწევა რაც გვაქვს ჩვენ და ამ ყველაფრის შედეგია ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა. მას შემდეგ, რაც…

მეტი...

მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრის 00:00 საათიდან  გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ტატიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებზე მძღოლები მოხვდებიან ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ბაქრაძისა და ხორავას ქუჩების საშუალებით. სქემის ცვლილებიდან გამომდინარე, ავტობუსი N378 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, შანიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ბარნოვის ქუჩიდან გადაინაცვლებს ფალიაშვილისა და  ბაზალეთის ქუჩებზე, შემდეგ დაუკავშირდება  ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. შეზღუდვა 23 ნოემბრამდე იმოქმედებს.

მეტი...

„ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყნისა და ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება მისცა მთავრობას. „ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილური ვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%- იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ…

მეტი...

,,ოპოზიციის ბრალია ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ოპოზიცია არ საუბრობს და რომელთა ბრალია ჩვენი ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, ოპოზიციამ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უგუნური პოლიტიკით ვერ დაიცვა საქართველო, რამაც განაპირობა ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების  ე.წ აღიარება. ,,ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ, მინდა ჩემი განმარტება გავაკეთო სტატუსის მნიშვნელობის თაობაზე და ასევე, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამას გარდა, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი…

მეტი...

,,დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები”- ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემდეგი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, ჩვენსა და რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის არის უცხო ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება იმას გავაკეთებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში. „ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,რეალური დემოკრატიული რეფორმები ბოლო ოცი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა”- თალაკვაძე

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალური დემოკრატიული რეფორმები ამ ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში საზოგადოებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. არჩილ თალაკვაძის თქმით, დღევანდელი აქტიური საპარლამენტო დღე კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ რეფორმები , რომელსაც ყველა წინა ხელისუფლება პირდებოდა საზოგადოებას, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში განხორციელდა. „ეს არის ის კონსტიტუცია და ის საპარლამენტო მმართველობის მოდელი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა და მხოლოდ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს არის ის რეგლამენტი…

მეტი...

,,თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები”- მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

„ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ იქნებოდა. ეს იმიტომ კეთდება, რომ უკრაინაში ომია“- ასეთი სიტყვებისთვის ჩვენმა ოპონენტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეძახეს მოღალატეები და რუსეთუმეები, ოღონდ ეს არის სიტყვასიტყვით საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები, როცა  ევროპელი ლიდერები განმარტებებს აკეთებდნენ, ვინ რატომ და რა პოლიტიკური გარემოებების გამო „დაიმსახურა“ თუ „ვერ დაიმსახურა“ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. მისი თქმით,  ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს არ ესიამოვნა, როცა სხდომაზე „ორმაგი აგენტი“ უწოდეს. „ჩვენს პარტნიორებთან მექნება ერთი თხოვნა –  აგენტებსა და  მეგობრებს შორის, მე მაინც…

მეტი...

,,კრემლის წიგნიდან ამონაწერს მაგონებს” – კელი დეგნანი “ხალხის ძალაზე”

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოძრაობა ”ხალხის ძალის” განცხადებები  კრემლის სახელმძღვანელოს ნარატივს აგონებს. ელჩის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ. ,,ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმწიფო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერსებში. მე, ჩემი პირადი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება. ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულებაა სამოქააქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ, იმიტომ, რომ ბევრმა მმართველმა პარტიის წევრმა საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორში დაიწყეს,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

,,მაგრად დაგერხათ“- ლევან ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

,,წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი – ანტონის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ”- ამ სიტყვებით  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას მიმართა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „თქვენ ხართ ხელისუფლებაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ, მათ შორის, სტატუსთან დაკავშირებითაც. უნდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი. ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით, თქვენ ანტონის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მეტი...

კიევის მოსახლეობას საკვების, სასმლისა და სურსათის მარაგების შექმნისკენ მოუწოდებენ

კიევის მოსახლეობას საკვების, სასმლისა და სურსათის მარაგების შექმნისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა UNIAN კიევის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადმინისტრაცია დედაქალაქის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ ელექტროენერგიის უფრო ხანგრძლივი გათიშვისთვის მოემზადონ. ,,გააკეთეთ სასმელი წყლის მარაგი და გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს სახლებთან არსებული წყლის სატუმბი ოთახების შესახებ. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, წყლის სატუმბი ოთახებს მივამაგრებთ გენერატორებს, რათა კიევის მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოთ სასმელი წყლით. ასევე მოიმარაგეთ ისეთი საკვები პროდუქტი, რომლებსაც სპეციალური შენახვის პირობები არ სჭირდება. მათ შორის, პური, ორცხობილები, დაკონსერვებული საკვები და ა.შ” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ბრიუსელში რომ ჩახვედით და გითხრე – Shut up რატომ აგრძელებთ იგივე რიტორიკას?”- გიორგი ვაშაძე პრემიერს

,,ბრიუსელში რომ ჩახვედით და დახურულ შეხვედრაზე გითხრეს, დაანებეთ თავი ომზე საუბარს და ნუ გვადანაშაულებთ სიცრუეში, პირდაპირ რომ გითხრეს, სიტყვა Shut up- მოკეტეთ, რატომ აგრძელებთ იგივე რიტორიკას? ამ პირობებში გინდათ, რომ მიიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?” – ამ სიტყვებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. ვაშაძის თქმით,  „ქართულ ოცნებას“ სურს ქვეყანა გადაამტეროს ევროპელ-ამერიკელ პარტნიორებს და რუსეთის პირისპირ დატოვოს. „არასდროს მისცემენ იმ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს, რომელიც საკუთარ პრეზიდენტს, რომელიც ფაქტობრივად, ჯანმრთელობის ისეთ პრობლემას უქმნის, რომ ციხეში კლავს. თქვენ გგონიათ, რომ ვინმე ტაშს დაგიკრავთ ამ ადამიანს თუ ციხეში მოკლავთ? მიხეილ სააკაშვილზე მაქვს საუბარი. არ…

მეტი...

,,ისტორია განსჯის მათ, ვინც ეხმარებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე და მათ, ვინც ხელს უშლიდა”- ანა ნაცვლიშვილი

„ისტორია განსჯის მათ, ვინც ეხმარებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე და ასევე განსჯის მათ, ვინც ხელს უშლის და ხელს უშლიდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა  ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს  მოუსმინეს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში არ ჩანდა ანგარიში იმ ათიათასობით ადამიანის წინაშე, ვინც 3 ივნისს რუსთაველის გამზირზე იდგა ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული  სახელმწიფო. „თქვენ დღეს დაგიბარათ ოპოზიციამ იმისთვის, რომ ქართველ  ხალხს მოახსენოთ, რას აკეთებთ პირადად თქვენ და თქვენი მინისტრები ყოველდღიურად იმისთვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს  ისტორიულად დამსახურებული ადგილი  ევროპულ ოჯახში.  ევროპის რამდენ დედაქალაქში იყავით მას…

მეტი...

,,თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით მიიყენა, კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა”- კობახიძე სააკაშვილზე

,,ემპათია არის ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ენჯეო, მათ დასკვნას არ აქვს არანაირი ფასი, მარტივია პასუხი,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანება მიიყენა გათავისუფლების იმედით, რაც კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკაა. ,,სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებიც არის მიღებული ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული, მაგალითად ამდენი ხნის განმავლობაში, თვეებია უკვე ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, ნუ ზომაზე მეტია მე მგონი ის ყურადღება რომელსაც იჩენს… ზოგადად კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა, არ დაიწყო შიმშილობა?! თუ რაც იყო, გარკვეული…

მეტი...

სემეკმა გაზმომარაგების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი 265 მლნ ლარის ინვესტიცია შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 2023-2027 წლებში 265 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების მიზანია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების საიმედოობის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ავარიული წყვეტების მინიმუმამდე დაყვანა, გაზმომარაგების უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა. ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შპს „თბილისი ენერჯი“ 2023-2027 წლებში 35 535 479 მილიონის ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, კომპანია უზრუნველყოფს განაწილების ქსელის რეაბილიტაციასა და…

მეტი...

,,გაცნობის დღეს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანით ჭრილობები მიაყენა” – პროკურატურა 

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  17 ნოემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებული გაიცნო და იმავე დღეს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, მას დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც   სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”-…

მეტი...

,,სლავა რასიი”-ო, მომაძახა… კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი – ალეკო ელისაშვილი

,,არ დავმალავ: ამასწინ უცხოელი სტუმრები მყავდა, ქუჩაში მოვდიოდი, დავიძახე “სლავა უკრაინი” და “სლავა რასიი”-ო, ერთმა მომაძახა და მოხვდა მერე ყურის ძირში,”- ამის შესახებ  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმის, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ. ,,დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი”, — აღნიშნა ელისაშვილმა.

მეტი...

,,ივანიშვილს აშანტაჟებენ ფარულად, ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ სანქციებს”- ირაკლი კობახიძე

,,ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას,”– ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების მოტივით აშანტაჟებენ. „მე მგონი საზოგადოებისთვისაც არ არის საინტერესო ასეთი დოკუმენტები, როდესაც ასეთი უსამართლო განცხადებები კეთდება, მე მგონი საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს. მე მგონი, ეს არის მაქსიმალური კომენტარი, რაც ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს. არიან დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, ასეთ დროს მთავარია სამართლის უზენაესობა და არა ვიღაცების უსამართლო შეფასება. რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამ თემას…

მეტი...

,,გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო…მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და გაუშვით”- ელისაშვილი პრემიერს

,,კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ, ჩამოვიდნენ, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა,” – ამ სიტყვებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს  ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. დეპუტატის თქმით, საქართველო რუსი დეზერტირებით აივსო. „ძალიან მაწუხებს ერთი რამ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ. განსაკუთრებით კი, შემოსულიყვნენ ყველაზე უღირსი ხალხი, ესენი არიან დეზერტირები და გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო. მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ერთნაირია და ყველა იმპერიალისტია. მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის, არანაირი დემოკრატები მათ შორის…

მეტი...

,,პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ”- ირაკლი კობახიძე ”ნაციონალური მოძრაობაზე”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” რეალურად აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ”პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ”. „დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს, ოლიგარქიული გავლენები და ასე შემდეგ, ესეც არის თვითგანადგურება, როდესაც პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც არის თვითგანადგურება. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესები ნაცმოძრაობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და ხელსაც შევუწყობთ ამ პროცესების განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,ვაშაძე არის მოღალატე, ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს”- ირაკლი კობახიძე

,,მე მგონი, გიორგი ვაშაძე უფრო „ერთმაგი აგენტია“. „ორმაგი“ შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაცია იყო,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ უპასუხა კითხვას თუ რა იგულისხმება „ორმაგ აგენტში“, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძის მისამართით გამოიყენა. „რაც შეეხება თვითონ ზიზღის ენას – ეს იყო გამოყენებული თვითონ გიორგი ვაშაძის მხრიდან. ნახეთ, რა ლექსიკით საუბრობდა დღეს ის პარლამენტში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო. როდესაც საუბარია 12 პუნქტზე, პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში ასეთი ლექსიკით და ტერმინოლოგიით გამოდის. ეს ბუნებრივია, მიუღებელია,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარია…

მეტი...

სოფელ კარდენახში მაღაზიის აფეთქება სცადეს

სოფელ კარდენახში მაღაზია “მაგნიტის” აფეთქება სცადეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შენობას 2 ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს, აქედან მხოლოდ ერთი ამოქმედდა. ადგილობრივების განცხადებით,  2-დან 3 საათამდე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, დილით კი მაღაზიის კარის მინა ჩამსხვრეული დახვდათ. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები”- ანა ბუჩუკური

„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე,“ -ამ სიტყვებით მიმართა უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ გამართული დებატების დროს.  მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში  იყო მოწინავე. „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ რა არ გააკეთა და რა გააფუჭა პერსონალურად პრემიერმა ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მე გეტყვით რა გააკეთეთ!   გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე  ლევან მურუსიძე უკვე ოფიციალურად დასვით…

მეტი...

,,თუ გინდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

,,კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებაზე რა რეაქციაც იყო ჩვენ კარგად ვნახეთ, მათი გათვალ იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა გარკვეული მღელვარება საზოგადოების და რევოლუცია და მიზანი რა არის? რა თქმა უნდა მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა მიზანი, რომ მათ პარტნიორებს უკრაინაში და ა.შ. შეუსრულონ დავალებები, დავალებები შეუსრულონ პირდაპირ,” – ამის შესახებ პრემიერმა პარლამეტში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმუშაონ კოლეგებთან ერთად და დაასრულონ სიყალბე, ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი. „პირდაპირ თქვეს მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად, არაა ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომიო. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ, ამის მერე…

მეტი...

,,იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე”- არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ, სიძულვილის ენის და დეპოლარიზების შესახებ ისაუბრა. „ეს სიმწვავე თუ დუღილის ტემპერატურა, რაც ახლა არის დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე, ალბათ არ იქნებოდა,  თუ კი ჩვენ მოვახერხებდით და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შევძლებდით თვისობრივად გადაგვეტვირთა ქართული პოლიტიკური პროცესი, გაგვეთვალისწინებინა ყველა არსებითი შეცდომა, რაც იყო დაშვებული წინა ორი ათწლეულის განმავლობაში. გარწმუნებთ, რომ ახლა ჩვენ შევძლებდით საუბარს არა ევროკავშირის წევრობის სტატუსზე, არამედ უკვე გადავიდოდით შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ჯერ კიდევ სტატუსს ვებღაუჭებით.  გამოსავალი არ გამოჩნდება მანამ, სანამ მხარეები ვერ…

მეტი...

ჯგუფური მკვლელობა მუხრანში – ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ჯგუფურ მკვლელობისთვის ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მათ 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. ნაფიცი მსაჯულების მიერ…

მეტი...

,,ეჭვი გეპარებათ, რომ აქ არ იქნებოდა მეორე ფრონტი? პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო, ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრევდნენ ქვეყანას, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ, ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს,”- ამის შესახებ ქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები  ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ქვეყანა პოლიგონად გადაიქცეოდა. „ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს წევრი ქვეყანა, არც ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა, ვართ ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას აქ. არ მოეწონათ ჩემი განცხადება და მთხოვდნენ, რომ მიგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები…

მეტი...

,,ჩვენი გზები რომ იტყვიან გაიყო, გაიმიჯნა”- პრემიერი ”ხალხის ძალაზე”

,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მთავარი მონაპოვარი, შეიძლება ასე ითქვას, პირველი ოქტომბრის არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების, სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, ეს უფლება დავუბრუნეთ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, ყველას და მითუმეტეს დეპუტატებს როგორ შეიძლება შეუზღუდოს ვინმემ ეს კონსტიტუციური უფლება, ეს მათი არჩევანია, მე მინდა,  ყველას წარმატება ვუსურვო, ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, არც ერთი სხვა მოძრაობის საქმეში რა ვერევით და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა „ქართული ოცნება“, თუმცა ისინი რჩებიან უმრავლესობაში. „მე ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, ჩვენი უმრავლესობიდან…

მეტი...

,,ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს”- სალომე სამადაშვილი

,,ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკუთარი სამშობლოს მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა. ,,ძალიან რთული მოსასმენი იყო აქ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ აირჩია, რომ ბევრი ტყუილი ეთქვა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე მიღწევებზე ესაუბრა.  სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაცია, იმიტომ რომ ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს მართლაც მიეცეს შანსი გახდეს ევროპული ქვეყანა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მეტი...