უკრაინელებმა ხერსონი დაიბრუნეს და ადმინისტრაციები მუშაობას შეუდგნენ

უკრაინაში დღეს პოზიტიური დღე აქვს. სამხედროები, სამოქალაქო პირები, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, 8 თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ქალაქში დაბრუნდნენ.  ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი აცხადებს, რომ უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობაც განაახლეს. „ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციებმა. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას ასევე შეუდგნენ ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. საგანგებო სიტუაციების სამსახური განაღმვის შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. დაკავებული ვართ ქალაქის ჩვეულებრივი ცხოვრებისადმი დაბრუნებით”, – აცხადებს იანუშევიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გაგზავნილ მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხერსონიდან საკუთარი ჯარი გაიყვანა, თუცა,…

მეტი...

უკრაინული ჯარი ხერსონში შევიდა – გამარჯვების ზეიმი უკრაინაში

უკრაინელები ოკუპირებულ ხერსონში დაბრუნებას ზეიმობენ. ხერსონი რუსმა სამხედროებმა დატოვეს. წავიდნენ, თუმცა, ადგილზე დატოვეს როგორც  შეიარაღების დიდი ნაწილი, ისე დაჭრილი რუსი ჯარისკაცებიც. საერთაშორისო მედია კადრებს ავრცელებს, როგორ დასრულდა ხერსონის ოკუპაცია და როგორ დაიბრუნეს ის უკრაინელებმა. უკრაინელებს რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრება რვა თვის განმავლობაში მოუწიათ. მოსახლეობას არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნია, თუმცა, მაინც ზეიმობენ და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას აღნიშნავენ. ადგილზე უკრაინის ჰიმნი ისმის. “სლავა უკრაინი” (დიდება უკრაინას) კი ერთიანი შეძახილია.

მეტი...

„გუშინ „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ვითარებას ისიც ართულებს, რომ არავინ იცის, რატომ აქვს მას თვეების განმავლობაში სიცხე. ადვოკატმა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილი პალატაში დღეს მოინახულა. „კითხვებს სვამს, რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს-ო. „შერეკილები“ მაქვს ერთი ფილმი ნანახი და მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ აქ. მოკიდეს ხელი, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან „გრუზავიკით“ შეაყოლეს ემერტეს აპარატი. გუშინ „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც, აპარატი გაგვიფუჭდა-ო. ანეგდოტურ სიტუაციაში ვართ. ხომ გეუბნებით „ნოშრევანი, აბი გლუკოზა“ – დაახლოებით ამნაირ სიტუაციაში ვართ“ – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი. ოჯახს და ახლობლებს…

მეტი...

„სავარაუდოდ, ტუბერკულოზი აიკიდა“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და გარემოცვა აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე თვე, მიხეილ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს. ტემპერატურის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მას მკურნალობის ნაცვლად ტუბერკულოზი აჰკიდეს. ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი არ გამორიცხავს დ უფრო დარწმუნებულია, რომ ეს არის ტუბერკულოზი. „ადამიანს რამდენიმე თვეა, აქვს სიცხე. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში  ანალიზები აუღეს და ახლა იკვლევენ, არის თუ არა ეს ტუბერკულოზი. სიცხე მაღალია და არ ვარდება. დიდი ალბათობით, მას მკურნალობის ნაცვლად, ერთი დაავადება კიდევ დაუმატოს და ეს არის ტუბერკულოზი. ის საპატიმრო დაწესებულებაში შესვლისას იყო ჯანრთელი. მკურნალობდნენ და გვარწმუნებდნენ რომ…

მეტი...

„არ შეხვიდეთ, ავარიულია და სახიფათოა“ – გაფრთხილება      

2 სართულიანი შენობა ინგრევა – ადგილობრივები შველას ითხოვენ. „ქუჩა 2 კვირაა ასეა გადათხრილი. ბზარები უცებ გაჩნდა. 2 კვირაა, დადიან, ყველა აქ არის დილიდან  ვისაც ეხება, მოდიან, განიხილავენ, მსჯელობენ. 2 კვირაა ამ რეჟიმში ვართ. გასამაგრებელია“ – აცხადებენ ადგილობრივები. 2 სართულიან სახლში სულ 12 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ერთი მხარე ადრე გაამაგრეს, ბზარები ამჯერად მეორე მხარეს გაჩნდა. 6 ოჯახი, ვინც ბზარების მხარეს ცხოვრობს, სასტუმროში გადაიყვანეს. პრობლება, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს უკავშირდება. ტერიტორია გადათხრილია. ესეც ერწოს ქუჩაა, გურამიშვილის გამზირი. ელემენტარული სიხშირის ნალექიც კი საკმარისია რომ ქუჩა მთლიანად იტბორება და არა თუ ფეხით, მანქანით გადაადგილებაც…

მეტი...

ინგრევა, გადაადგილება საშიშია, თუმცა, 1 წელია ყურადღებას არავინ აქცევს

ეს შენობა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერწოს ქუჩაზეა. შენობა ავარიულია და ნახევრად დანგრეული. ბეტონის ფილები კედლიდან დროდადრო ცვივა. არადა, ადამიანები მოძრაობენ, ტრანსპორტი გადაადგილდება. მეორე სართულის კუთხის კედელი საერთოდ ჩამოშლია და თითქოს დაკიდულია პატარა კუთხით. მეპატრონეები აცხადებენ, რომ დემონტაჟის უფლებას არ აძლევენ. შენობის გვერდით მეორე, ანალოგიური თითქმის დანგრეული შენობა დგას. ისიც, ქარმა დაანგრია. შენობის ქვეშ მანქანა მოყვა, რომელიც მთლიანად დაჭყლიტა. ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ იმ მიზეზით არ ყოფილა, რომ იმ დროს არავინ გადაადგილდებოდა. ერწოს ქუჩაზე, ერთმანეთის მიყოლებით 2 ასეთი, ნახევრად დანგრეული შენობა დგას. ადგილობრივი მაცხოვრებლები პრობლემაზე საუბრობენ, თუმცა, თითქმის ერთ წელია, საკითხი უცვლელია.…

მეტი...

კომპანიებმა სემეკს გაზის ტარიფის დადგენის წინადადებით მიმართეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის  თქმით, გაზის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით კომპანიებმა სემეკს მიმართეს. როგორც დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ტარიფის დადგენა მატებას არ გულისხმობს. „გაზის ტარიფების დადგენაზე ყველა კომპანიას აქვს განაცხადი შემოტანილი. კომპანიები განაცხადს ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე წარმოადგენენ. მიმდინარეობს მათი ხარჯების დეტალური აუდიტი მარეგულირებელ კომისიაში. ასევე, წარმოდგენილია საინვესტიციო განაცხადები სად რა ახალი პროექტები უნდა განვითარდეს. ეს ყველაფერი ერთად იქნება განხილული დეკემბერში დაგეგმილ კომისიის სხდომაზე. ტარიფების ცვლილება იქნება, თუმცა, ზრდას არ ველოდებით.ზოგი მინუსით კორექტირდება, ზოგი პლიუსით. ამ ეტაპისთვის, არსებით ზრდას არ ველოდებით“ – განაცხადა დავით…

მეტი...

„მისაწოდებელი გაზის ფასის ზრდის საფრთხე არ არსებობს“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“  

„გამომდინარე იქიდან,  რომ ჩვენ არ ვართ პირდაპირი გზით  გაზის მყიდველი ბირჟაზე და აზერბაიჯანთან გრძელვადიანი მოწოდების ხელშეკრულება არსებობს, შესაბამისად, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებზე გაზის ფასის მკვეთრი ზრდა ჩვენთან არ ასახულა“ – აცხადებს დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის თქმით, ტენდენცია შენარჩუნდება და მომხმარებლისთვის ფასი არ გაიზრდება. „არსებული ტენდენცია შენარჩუნდება. ანუ, ფიქსირებულ ფასად, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, ქვეყანა მიიღებს გაზს. მისაწოდებელი გაზის ფასის ზრდის საფრთხე არ არსებობს. ელექტროენერგიას რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასი სხვადასხვა პერიოდში მერყეობს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანას რა მოცულობის ელექტროენერგია რა…

მეტი...

რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის „დედაქალაქი“ დაასახელა

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ნაწილს, ხერსონის რეგიონს ახალი „დედაქალაქი“ აქვს.  რუსეთის ფედერაციამ ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი გამოაცხადა. ე.წ. „რეგიონის ადმინისტრაციის“ წარმომადგენლის განცხადებით,  „ხელისუფლების“ ძირითადი ორგანოები „დროებით დედაქალაქში“ განლაგდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანის პროცესი დასრულებულია. რაც შეეხება ხერსონს, იქ უკვე უკრაინის დროშა ფრიალებს.  

მეტი...