დეპუტატი მამულაშვილი პარლამენტსაც ტოვებს და „ნაციონალურ მოძრაობასაც“

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ის გიორგი ხვედელიანისა და ბექა ყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმა „გამზირს“ უერთდება. „მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად. გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა – საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება. მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე…

მეტი...

ძველ თბილისში სახლი ჩამოინგრა 

ხარფუხის ქუჩაზე სამსართულიანი, ძველი სახლი ჩამოინგრა. სახლში  ხუთი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა. უბედური შემთხვევისას სახლში არავინ იმყოფებოდა. ნგრევას მსხვერპლი არ ჰყავს. ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, სამართალდამცველები და  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მუშაობენ.  

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არასრულწლოვანი პირველ ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის…

მეტი...

ენერგოატომმა უკრაინაში „ბინძური ბომბის“ ნიშნები ვერ აღმოაჩინა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რუსეთის ბრალდებისა და უკრაინის მოთხოვნის შესაბამისად, უკრაინაში კვლევა დაასრულა და ე.წ. ბინძური ბომბის  დამზადების ნიშნებს ვერ მიაკვლია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ განცხადება გაავრცელა. „უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, მე დაუყონებლივ გავაგზავნე ინსპექტორები სამ ლოკაციაზე, რომ დამოუკიდებლად ადგილზე გადაემოწმებინათ ფაქტები. ჩვენს მიერ მიღებულმა შედეგების ტექნიკურმა და მეცნიერულმა შეფასებამ არ გამოავლინა გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობებისა და მასალების რაიმე ნიშან-კვალი ამ სამ ლოკაციაზე. დამატებით, გარემოს სინჯის შედეგების შესახებ ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე მოგახსენებთ”, – აღნიშნავს  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მარიანო გროსი. შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე ცდილობდა მსოფლიოს დარწმუნებას, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის…

მეტი...

თუ პუტინი G20-ის სამიტს დაესწრება. პროტესტის ნიშნად, ზელენსკი მასში მონაწილეობას არ მიიღებს

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები სამიტისთვის ემზადებიან, სამიტის მასპინძელი ქვეყანა კი ინდონეზიაა. უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ იქ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტიც იქნება. „ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი სამიტში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის, პრეზიდენტსაც ესაუბრა. „ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვპატიჟეს. კიდევ ვნახავთ, რამდენიმე დღე დარჩა”, – აცხადებს ზელენსკი.

მეტი...

ზედამხედველობა 15 000-მდე დასაქმებულს შეეხო

„1 წლის განმავლობაში ზედამხედველობა შრომითი უფლებები  მიმართულებით 15 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო“ – ეს განცხადება მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ პარლამენტში, 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. შრომის ინსპექციის სამსახურს, 2021 წელს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის   კუთხით. ამ  მიმართულებით,  ჩატარდა 327 ინსპექტირება, 249 ობიექტზე. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, უწყება უფლებამოსილი გახდა ინსპექტირება განახორციელოს ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიც არის დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება და სხვა. 2021 წელს, არაერთი აქტივობა განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. შრომის ინსპექციის უშუალო ჩართულობით ჩატარდა 25 ტრეინინგი 1200მდე პირისთვის, გაიმართა 180 შეხვედრა 9000-მდე დასაქმებულისთვის, საკუთარი შრომითი უფლებებისა…

მეტი...

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელია გაძარცვეს

ნეაპოლში, ცნობილი ქართველო ფეხბურთელის,  ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს. „ხვიჩა კვარაცხელიას უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. ცნობილი გახდა, რომ ის ნეაპოლში საკუთარ სახლში გაქურდეს. ქურდებმა მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს. ამ დროისთვის ხვიჩა შინ იყო, მაგრამ ვერაფერი შენიშნა. ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა. საბედნიეროდ, თავად ხვიჩა არ დაზიანებულა, მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა“ – წერს ადგილობრივი მედია. საქმეზე გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინაში 107 მებრძოლი დაბრუნდა, მათ შორისაა „აზოვსტალის“ 74 დამცველი. ტყვეების ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. ნაწილი  დაშავებულია, ნაწილი კი ამ დრომდე დაჭრილია და მდგომარეობა არ გაუარესებულა. გათავისუფლებულებს შორის ექვსი ოფიცერია.

მეტი...

პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წერილს აგზავნის

ნიკა გვარამიამ ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელიც მისმა მეუღლემ გაავრცელა. გვარამია ყველას არხის გადარჩენას სთხოვს და წერს, რომ „დასავლური ფრონტის“ მთავარი ხაზი, სწორედ ტელევიზიაზე გადის. „მთავარ არხელებო, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ცხადია, ამაში ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც – მორალური პრეცედენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე…

მეტი...

“არავის პატიმრობა მინდა” – მეუფე იაკობი 

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, მას არავის პატიმრობა უხარია, მათ შორის არც პრეზიდენტ სააკაშვილის. როგორც მეუფემ მედიასთან განაცხადა, მასთან მისული იყოს სააკაშვილის დედა და სწორედ მას შემდეგ მოხდა მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა. „რატომ ჩამოდიოდა, ხომ აღარ იქნებოდა წასასვლელი? მე არავის პატიმრობა მინდა, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი საკუთარი მტრები, რომ იყვნენ იმათი პატიმრობა არ მინდა. შეიძლება ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეში დადის იმაზე მეტად დავეხმარეთ, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. ყველას კეთილი ნება იყო, ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ჩვენთან იყო დედამისი მოსული და ამის მერე მალე გადაიყვანეს საავადმყოფოში”, – აღნიშნა…

მეტი...

„ჩემს სურვილი რომ იყოს ყველას გამოვუშვებდი ციხიდან“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტის შეფასებით, ციხეში პოლიტიკოსი იჯდება თუ სასულიერო პირი, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი მდგომარეობით ადამიანი დაინტერესდეს. როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი ნება რომ იყოს ციხიდან ყველას გამოუშვებდა. „ის მიკვირს, მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ან ეკლესიის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ დაინტერესდეს. ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე, რომ იყოს მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი ნიკა გვარამია, რის გამო ზის ციხეში”, – განაცხადა მეუფე ნიკა გვარამიასა და დეკანოზ მამალაძის პატიმრობაზე საუბრისას.…

მეტი...

„ვისურვებდი, აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან“ – მეუფე იაკობი პატიმრობაში მყოფ დეკანოზზე

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, მას ეჭვი რომ შეპარვოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობის საკითხში, დაეხმარებოდა,  არავის დააჩაგვრინებდა და მისი თავისუფლებისთვის იბრძოლებდა. აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყუვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. „რაც წავიკითხე, იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი. ამიტომ, ვერ დაგეხმარებით. სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმასაც უნდა დაეთანხმო ადამიანი და ამასაც. ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ, უნდა აღიარო, ისიც უნდა აღიარო, რომ გადასახდელი რაც გაქვს, ისიც უნდა გადაიხადო. მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან. მე, რომ ეჭვი შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და…

მეტი...

,,სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, სტრასბურგის გადაწყვეტილების ფონზე, მსჯავრდების საკითხი განახლდეს”- ადვოკატი

,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამი ნაწილიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა,”– ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა. ადვოკატის თმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს უფლება, გადაწყვეტილების მიუხედავად, უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს უფრო მსუბუქი სასჯელით მოხდეს შეცვლა. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის, ანუ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა. სამი ძირითადი მოთხოვნა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული, ერთი, მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას უკავშირდებოდა, მეორე, საქმის განხილვას დახურულ რეჟიმში და მესამე, უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას…

მეტი...

,,მჯერა, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს”- რომან გოცირიძე

,,მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მოიქცევა ისე, როგორი გადაწყვეტილებებიც მიიღო უგულავასთან, ოქრუაშვილთან, რურუასთან დაკავშირებით”- ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დარჩა მარტო “ვით მეფე ლირი”, “ოცნება” “ყველასგან მიტოვებული”. ,,ყველა, ქვეყნის შიგნით – ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ამბობს ერთსა და იმავეს, რომ საქართველომ გადაუხვია დემოკრატიის გზას, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და ქვეყანა არის ოლიგარქის მმართველობის ქვეშ. აშშ-ის საელჩოზე [ქართული ოცნების მხრიდან] თავდასხმა კიდევ ერთხელ ავლენს იმ ფაქტს, რომ მათ არ დარჩათ მოკავშირეები. “ქართული ოცნება” დარჩა მარტო “ვით მეფე ლირი”, “ოცნება” “ყველასგან მიტოვებული”. მე მჯერა, რომ…

მეტი...

პარლამენტმა კომისიებსა და საბჭოებში წარმომადგენლობის პროპორციული კვოტების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 86 ხმით  მიიღო.  საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა გურამ მაჭარაშვილმა წარადგინა.  დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია, საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაში გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია, ანდა უფრაქციო წევრები, რომელთათვისაც შესაბამისი კვოტები უზრუნველყოფილი არ არის. შექმნილი გამოწვევის გათვალისწინებით იხვეწება რამდენიმე პროცედურული საკითხი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც საპარლამენტო კომიტეტებში, კომისიებსა და საბჭოებში პოლიტიკურ სუბიექტთა წარმომადგენლობის უკეთ უზრუნველსაყოფად კვოტები იცვლება.  პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პოლიტიკური სუბიექტების საპარლამენტო ორგანოებში წარმომადგენლობას…

მეტი...

,,რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს”- ოლაფ შოლცი

,,რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს, დროა, რეგიონული კონფლიქტები გადავლახოთ,”- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილია. „რუსეთის სასტიკი აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიბიძგებს ჩვენ, ერთად დავდგეთ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია, გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე. კერძოდ, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაჩქარდეს. მოდით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ბერლინში დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე.    

მეტი...

,,ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს”- კელი დეგნანი

,,ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს,”- ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ”მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ელჩის თქმით, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი. „ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების განცხადება. ყველაფერი რასაც აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აკეთებს, მიმართულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მიმართ ნათელი არჩევანის მხარდასაჭერად. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის ამ მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე…

მეტი...

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრს აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი აქციის მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. იმრან ხანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით,  იმრან ხანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობდა, რა დროსაც ის ფეხის არეში დაჭრეს. 70 წლის იმრან ხანის პარტიის წევრების ცნობით, ინციდენტის დროს კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა, თუმცა არავინ დაღუპულა.  

მეტი...

რუსეთი გაერო-ს დახმარებისკენ მოუწოდებს

რუსეთი მოუწოდებს გაერო-ს დაეხმაროს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაში, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისკენაა მიმართული. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, „სასუქისა და მარცვლეულის მოცულობებზე თუ ვისაუბრებთ, ეს მოცულობები რუსეთის მხრიდან შეუდარებლად დიდია, ვიდრე უკრაინის მხრიდან“. „ამ დრომდე ვერ ვხედავთ რამე შედეგებს მეორე ასპექტთან დაკავშირებით, რაც რუსული სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრას გულისხმობს.  კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ გაეროს გენერალურ მდივანს, უზრუნველყოს ვალდებულებების შესრულება, რომლებზეც ის დათანხმდა საკუთარი ინიციატივით“, – განაცხადა ლავროვმა.  

მეტი...

,,უკრაინის დამცველებმა ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში დაკარგა”- ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე ავღანეთში 10 წლის განმავლობაში. ,,უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომის 10 წლის განმავლობაში – 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში” – აღნიშნა ჟალუზნიმ.  

მეტი...

ქუთაისში, ერთ ღამეში 20-მდე ობიექტი გაქურდეს

ქუთაისში, ერთ ღამეში, 20-მდე ობიექტი გაქურდეს. გაძარძვულია სილამაზის სალონები, ფარდების მაღაზიები, ზოო მაღაზიები, საათის სახელოსნოები, ტელეფონის აქსესუარების ჯიხურები, სასურსათო ობიექტები. როგორც გაქურდული ობიექტების მეპატრონეები აცხადებენ, ქურდობა ძირითადად  არასრულწლოვნების მიერ ხორციელდება და მათ პასუხსაც არავინ სთხოვს, რადგან შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს.

მეტი...

,,მამალაძის მსჯავრდებასთან, ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, სტრასბურგის სასმართლომ დაადგინა, რომ მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული. მისივე თქმით, სტრასბურგის სასმართლომ ასევე დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. „დღეს გამოცხადდა და საჯარო გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასმართლომ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული. ეს შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გაჯერებული და მთლიანობაში, ამ პირის მსჯავრდებასთან და ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის…

მეტი...

შვეიცარია უკრაინას დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

შვეიცარიის მთავრობა  უკრაინას დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. შვეიცარიის  მთავრობის განცხადებით, თანხა განსაკუთრებით დაეხმარება სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიმართულებას და უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ზამთრის მოახლოების ფონზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის დაახლოებით 40% – ომის დაწყების შემდეგ უკვე დამოკიდებულია დახმარებაზე. შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაზიო კასისმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში კიევში შეხვედრისას განიხილეს, თუ როგორ უნდა გაუწიონ დახმარება ომის შედეგად დაზარალებულებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად.

მეტი...

,,ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეშფოთებას იწვევს, მკაცრი რეაქცია გვექნება”- ნიკოლოზ სამხარაძე

,,მკაცრად ვგმობთ ყველანაირ გამოვლინებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვის, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ეროვნული კრების დელეგაციის ვიზიტზე გვექნება მკაცრი რეაქცია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ელჩის დაბარებისა და ვიზიტის დაგმობისა, სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ აქვს. „ეს შეშფოთებას იწვევს. ჩრდილს აყენებს და აზიანებს ჩვენს შორის ურთიერთობას. ამიტომ მკაცრი რეაქცია იქნება. ეს არის დასაგმობი, რადგან არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი. ეს არის ოკუპაციის კანონის დარღვევა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც დიპლომატიური საქმიანობის ჭრილში არის. გარდა იმისა, რომ ელჩი დავიბაროთ და ეს საქციელი დავგმოთ, სახელმწიფოს…

მეტი...

საბერძნეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდნენ

საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ და ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ნიკოს პანაგიოტოპულოსი კიევში ჩავიდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ,  ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან. საბერძნეთის პრეზიდენტის ვიზიტი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. ვიზიტის შესახებ უსაფრთხოების მიზნით, წინასწარ არ გავრცელებულა ინფორმაცია.

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად”- მამუკა მდინარაძე

,,რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მნიდირაძის თქმით, სახელმწიფოს ჯანჯღარი დამაზიანებელია არა რომელიმე გუნდისთვის, პარტიისთვის და მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის. „ეს კინო ქართულ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს. ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნიდან როგორ იშლება და როგორ ჭამენ ერთმანეთს. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ არ ეთანხმება, რომ ვიღაცას, მაგალითად, ვაშაძეს, არ გაუჭირდება, აჯობოს რადიკალიზმში. შესაძლოა, აღმოჩნდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებმაც ასევე აჯობონ სახელმწიფოს დაზიანების მცდელობის ხარისხში. ამიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“. მიაჩნიათ,…

მეტი...

,,სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია”- იუსტიციის სამინისტრო

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა. „სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული არ დაიბრუნონ ძალაუფლება”- ირაკლი კობახიძე

,,დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები, მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია. „მათი პირდაპირი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესია, ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა. ხომ ვიცით, ვინ არიან ესენი – სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს მათ მხარი ​დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს…

მეტი...

,,კატამ თხარა, თხარაო“ – ასე მოუვიდა ოპოზიციას”- ირაკლი ზარქუა

,,კატამ თხარა, თხარაო“ – ასე მოუვიდა ოპოზიციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, რადგან მათ ესმით, რომ ”ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია ”. ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის პოზიცია მათი ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. ჯერ კანონის მიღებას ითხოვდნენ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთმა მოიწონა. მათ უკრაინას უთხრეს, რომ დიდი მოლოდინი აქვთ ამ კანონის შესრულებაზე. ამიტომ ზუსტად ავიღეთ და გადმოვიტანეთ უკრაინული მოდელი, რათა არავის ჩაეთვალა, რომ “ქართულ ოცნებას“ რაღაც თავისი კრიტერიუმები…

მეტი...

,,თავმოყვარეობის ამბავია, ისეთი რაღაცები აქვს ნიკა გვარამიას პრეზიდენტისთვის ნაკადრები”- მდინარაძე გვარამიას შეწყალებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების გამო, ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს აბულინგებენ, რათა სალომე ზურაბიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალება ”თავმოყვარეობის ამბავია”. „ასე აბულინგებენ პატარა ბავშვებს და ესეც ძალიან ცუდია. ზოგადად, არ მომწონს, როცა ბავშვს ეუბნებიან, აბა, ამას იზამ? – შენ ამას არ იზამ და ა.შ. ვაშაძის გამოთქმაც ასეთია – „ოლიგარქიული რეჟიმის ჭანჭიკი და ნაწილი არ შეიწყალებსო“ – ასეთ შეურაცხყოფას აყენებს. მოლოდინი კი არის ის, რომ პრეზიდენტმა თქვას – მე არ ვარ ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი და შეიწყალებს. ბულინგი ზოგადად ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთი…

მეტი...

,,ვფიქრობ, ზურაბიშვილი მინიმალურ პატივისცემას მაინც გამოხატავს ინსტიტუტის მიმართ და გამოირიცხება შეწყალება”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტი სამი სიტყვით მოიხსენიებდა. კობახიძის თქმით, თუ ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი  შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოდის, რომ ის არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. „ბუნებრივია, აქაც ვერ ჩავერევი. შესაბამის ინსტანციებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვთ. გაგახსენებთ, ნიკა გვარამია რა სიტყვებით მოიხსენიებდა საქართველოს პრეზიდენტს, მან სამი სიტყვა გამოიყენა. გაგახსენებთ პირველს, ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე არ გავიხსენებ. ამის შემდეგ როცა ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, შეიწყალოს ნიკა გვარამია, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეს…

მეტი...

,,როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა?.. პრეზიდენტი დუმს”- შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას?

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ”მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. ,,როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა?.. პრეზიდენტი დუმს”, –  პასუხობს სალომე ზურაბიშვილი “ფორმულას” ჟურნალისტს. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

,,სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა”- კობახიძე გვარამიასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ  გავრცელებული განცხადებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირ ჩარევად აფასებს. კობახიძის თქმით, პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში. „ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე…

მეტი...

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. როგორც ევროსასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტების დარღვევა დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამი თვის ვადაში, 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. „საჯარო სასამართლო განხილვა, რომელზეც მიუთითებს ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, იცავს პროცესის მონაწილეებს ფარული მართლმსაჯულებისგან, რომელზეც არ ხორციელდება სამოქალაქო კონტროლი. საჯარო განხილვით იზრდება ნდობა სასამართლოს მიმართ. ხილული მართლმსაჯულება ხელს უწყობს ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დაცვას. სამართლიანი სასამართლო განხილვა არის გარანტია, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ფუნდამენტური დემოკრატიის…

მეტი...

,,ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელევიზია მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს”- ირაკლი კობახიძე

,,ნიკა გვარამიამ იცოდა, რომ საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე, ეს ტელეკომპანია შვიდი მლნ ლარით გაძარცვეს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ”ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელევიზია მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და ტელევიზიის ძარცვა დაიწყეს გადაცემამდე”. „არ შეგვიძლია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩავერიოთ. შეფასებას გავაკეთებ, როგორც იურისტი – გვარამიამ იცოდა, რომ საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, ასევე იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა. ეს წინასწარ იცოდა, რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე ყაჩაღურად მიითვისეს „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა…

მეტი...

,,ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე”- ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე

,,ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი ქვეყანაში,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების გამოყენებაზე საუბრისას განცხადა. მისი თქმით, ”არასწორია მსჯელობა, რომ მედია მენეჯერობა ნიშნავს იმას, რომ გაქვს ინდულგენცია ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის ასარიდებლად „სალომე ზურაბიშვილმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს დანაშაულის არსებობის საკითხი და საზოგადოებრივი განწყობებიც უნდა მიიღოს მხედველობაში. როცა დანაშაული არის ჩადენილი, არ შეიძლება გარკვეული სტანდარტით იხელმძღვანელო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ არის შემოთავაზებული, თითქოს ეს ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ვერანაირად ვერ იქნება რადიკალური…

მეტი...