,,კანადა უკრაინისთვის დამატებით $500 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს” – ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, უკრაინისთვის გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, ასევე საწვავი და სამედიცინო მარაგების დაფინანსებას მოიცავს. „გარდა აღნიშნული დახმარებისა, კანადა დამატებით სანქციებს 23 რუს ჩინოვნიკს დაუწესებს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევაში მონაწილეობენ. მათ შორის, რუსეთის პოლიციის თანამშრომლებს, ასევე, პროკურორებს, მოსამართლეებსა და ციხის ჩინოვნიკებს”- აღნიშნა ტრუდომ. ინფორმაციისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე კანადამ უკრაინის დასახმარებლად $3.4 მილიარდი გამოყო.

მეტი...

,,პირნათელი ვარ, რომ 12 პუნქტი შესრულდება” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ გეგმას პირნათლად ასრულებს. მისივე შეფასებით, ყველა პუნქტი, რომელიც ემსახურება საკანონმდებლო ცვლილებას, შესრულდება. ,,ჩვენ 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, როგორც განვაცხადეთ ოფიციალურად, რომ შესრულდებოდა თითოეული პუნქტი, ამ დაპირებას პირნათლად ვასრულებთ. შეკრული იყო სამუშაო ჯგუფები, რომელიც მუშაობდა გამჭვირვალედ, ღიად, ყველას ჰქონდა დასწრების უფლება, პირნათელი ვარ, რომ 12 პუნქტი რაც გაწერილი იქნა, შესრულდება. სასპეკულაციო სივრცეს არავის დავუტოვებთ. პრაქტიკულად, ამ წელს, ყველა პუნქტი, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ემსახურება ამ პუნქტების შესრულებას, იქნება დასრულებული” – განაცადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ე.წ.…

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ჯარში მსახურების უფლებას აძლევს

,,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლებას აძლევს” – აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია Interfax ავრცელებს. „ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესს მშვიდობიანობის დროს იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქის მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი“, – წერს რუსული მედია.

მეტი...

„არ ვეძებ კონფლიქტს“ – ჯო ბაიდენი 

„ჩვენ დავიცავთ ამერიკის ინტერესებს და ღირებულებებს“ – აცხადებს ჯო ბაიდენი  კუნძულ ბალიზე, ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.  აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ და ჩინეთი ძლიერ კონკურენციას აპირებს, თუმცა, არა კონფლიქტს. „მე ვაპირებ კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას“ – ასეთია ჯო ბაიდენის გზავნილი. მისი განცხადებით, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრა ღია და გულწრფელი იყო. „ჩვენ გვქონდა ღია და გულწრფელი საუბარი ჩვენი ზრახვებისა და პრიორიტეტების შესახებ. ჩვენ დავიცავთ ამერიკის ინტერესებს და ღირებულებებს, ხელს შევუწყობთ ადამიანის საყოველთაო უფლებებს და დავიცავთ საერთაშორისო წესრიგს, მყარად ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა მედიასთან. მან „ცივი ომის“ საკითხზე დასმულ…

მეტი...

გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა

,,გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა ” –  ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გაეროს ჰუმანიტარულმა კოლონამ ხერსონში ჩაიტანა საკვები, წყალი, სამშენებლო მასალები, საწოლები და მზის ენერგიაზე მომუშავე ფარნები. ,,ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოახერხეს. ტვირთი გადასაზიდად სამი დღის წინ იყო მზად, თუმცა გათავისუფლების ოპერაციის ოფიციალურ დასრულებას ელოდა”- ვკითხულობთ ,,ბიბისის” ინფორმაციაში. გაეროს თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ შემოტანილი დახმარება საკმარისი იქნება ხერსონის 6000 მცხოვრებისთვის. ქალაქის სამედიცინო ცენტრი მომდევნო თვეში 1000-ზე მეტი პაციენტისთვის მედიკამენტებს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქალაქში არ არის წყალი და…

მეტი...

პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის ცოლს, მედნი კადიროვას “გმირი დედის” წოდება მიანიჭა 

“ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცოლს, მედნი კადიროვას “გმირი დედის” წოდება მიანიჭა” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია RBC ავრცელებს. გამოცემის განცხადებით, მედნი კადიროვა ამ სტატუსით რუსეთის პირველი “გმირი დედა” გახდა. ”კადიროვასთან ერთად, საპატიო წოდება იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის მცხოვრებს, ოლგა დიახტერენკოს მიანიჭეს. ორდენთან და სიგელთან ერთად, წოდების გადაცემისას “გმირი დედები” ერთჯერადად 1 მილიონ რუბლსაც იღებენ” – წერს რუსული გამოცემა. ცნობისთვის, წოდება იმ ქალებს ენიჭებათ, რომლებიც 10 და მეტ შვილს გააჩენენ და გაზრდიან.

მეტი...

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დააკავა

,,ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ მერიაში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გ. კ. დააკავეს” – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით,  დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ,,გამოძიებით დადგენილია, რომ 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ. კ-მ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების…

მეტი...

„ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრიდან მიმდინარეობს”- ვალერი ზალუჟნი

,,ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრიდან მიმდინარეობს” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ტელეგრამზე წერს. “ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო და ჩვენი წარმატებით დასრულდა. თუმცა, ამას თავისი ფასი აქვს. მარადიული ხსოვნა ჩვენს დაღუპულ ძმებს და დებს! ჩვენ ვიცით, ვისთვის და რისთვის ვიბრძვით. ერთად გამარჯვებამდე”, – წერს ზალუჟნი. ცნობისთვის, დღეს გათავისუფლებულ ხერსონში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საბრიფინგოდ გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სახელობის ბიბლიოთეკის პოლიტიკურ სივრცედ გამოყენების წინააღმდეგია, როგორც სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, სწორედ ეს გზავნილი გადასცა მას შვილმა. „მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ ერევა პოლიტიკურ საკითხებში, ჩვენც არ გველაპარაკება. ჩემთან „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრია. ერთადერთი ის აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა იღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგანაც ამისთვის ოფისები არსებობს”, – განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში, პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგი გამართა.  

მეტი...

,,სააკაშვილს ენმ-ში მიმდინარე მოვლენები არ მოსწონს და არც პროცესებში ერევა ”- კობა ნაყოფია

„მიხეილ სააკაშვილს ენმ-ში მიმდინარე მოვლენები არ მოსწონს და არც პროცესებში ერევა“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე. “მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. აი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის. მიხეილ სააკაშვილს არასდროს მიაჩნდა, რომ ჩვენი ენერგია, ძალა, ახლა უნდა იყოს მიმართული სხვა საკითხებთან მიმართებაში ანუ ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა ნაციონალური მოძრაობა… ვიხილეთ, ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის…

მეტი...

18 ნოემბერს, ინტერპელაციის წესით, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში მოუსმენენ

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს მოუსმენს. ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის წევრების მოსმენა ინტერპელაციის წესით პარასკევს, 18 ნოემბერს იგეგმება. პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომათა დღის წესრიგზე იმსჯელა და მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგს განსახილველი საკითხები დაამატა. მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“…

მეტი...

,,მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს და აქვს ძლიერი ტკივილები, ვერ დადის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს ტუბერკულოზი ჯერჯერობით არ დაუდგინდა, თუმცა კვლევები გრძელდება. მისივე თქმით, სააკაშვილი მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს და აქვს ძლიერი ტკივილები. ,,მე ვიცი ის, რომ ტუბერკულოზი თითქოს არ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით და კვლევები, მგონი, გრძელდება. უკვე რამდენი ხანია, მე ვხედავ, რომ მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს და აქვს ძლიერი ტკივილები. რა თქმა უნდა, ვერ დადის. გუშინ რომ ვკითხე, ორი ნაბიჯი რომ გადადგას იმ „ხადულკებით“ ძლივს, მე ვუთხარი, რომ მაგის გარეშე ვითომ ვერ დგამ,-მეთქი? „რას ლაპარაკობ, წავიქცევიო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

სასიკვდილო განაჩენი

ირანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა პირს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს – აღნიშნულ ინფორმაციას BBC თეირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეირანის სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ცეცხლი წაუკიდა სამთავრობო ობიექტს და დამნაშავე იყო „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“. Iran Human Rights დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამმა საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისა და ზომების მიღებისკენ მოუწოდა „სასამართლომ დღესვე 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ხუთ ადამიანს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ბრალდებით”- წერს „ბიბისი“.  

მეტი...

,,ევროკომისიამ დააწესა პირობები, ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი”- იან ლიპავსკი

,,ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ,ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი” – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა იყოს აქტიური. „ევროკომისიამ დააწესა პირობები, რომლებიც შეთანხმებულია ევროპული საბჭოს მიერ. ახლა საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი, ეს საქართველოს გასაკეთებელია და ის უნდა იყოს აქტიური. სხვა მხრივ, ხმამაღლა ვაუბრობ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ქართველ ხალხს სურს, იყვნენ ევროკავშირში, იყვნენ ევროპული საზოგადოების ნაწილი. ამას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მეტი...

რუსეთი ყაზახეთს ტვირთების სატრანზიტო გადასახადის შემცირებას სთხოვს

რუსეთის რკინიგზა  ყაზახეთს ტვირთების სატრანზიტო გადასახადის შემცირებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის რკინიგზამ ყაზახ კოლეგებს სატრანზიტო ტარიფის შემცირება ჯერ კიდევ სექტემბერში სთხოვა. მაღალი სატრანზიტო ტარიფის გამო, რუსული მარცვლული არ მიეწოდება უზბეკეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთსა და ჩინეთს, ამასთან, გარკვეული სირთულეებია ავღანეთში ექსპორტთან დაკავშირებითაც. როგორც რუსეთის რკინიგზაში აცხადებენ, ყაზახეთის გავლით ტრანზიტი რუსეთს სჭირდება, რადგან ბევრ ქვეყანას სანქციები აქვს დაწესებული.

მეტი...

,,ივანიშვილი დღეს ქველმოქმედებით, მათ შორის ბუნების გალამაზებით არის დაკავებული”- ირაკლი კობახიძე

,,ვერც პოლიტიკური და ვერც ფინანსური შანტაჟით, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები საქართველოში ვერც მშვიდობას და სიმშვიდეს დაარღვევენ,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ფინანსური შანტაჟისა და სერიოზული ფინანსური სირთულეების შექმნის ფონზეც აგრძელებს. ,,საქართველოს არაკეთილმოსურნეებს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მათ, უმძიმესი შანტაჟის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილს ომისკენ ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს და ნაცვლად იმისა, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში შემობრუნებას და ქვეყნის განადგურებას დათანხმებოდა, დღეს ქველმოქმედებით, მათ შორის საქართველოს ბუნების გალამაზებითა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით არის დაკავებული. ჩვენი პოლიტიკური…

მეტი...

,,როდესაც ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე კვალიფიციური უმრავლესობა შეგროვდება, კენჭისყრას აზრი ექნება”- შალვა პაპუაშვილი

„როდესაც ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე კვალიფიციური უმრავლესობა შეგროვდება კენჭისყრას აზრი ექნება და პროცესიც დაიწყება. ყველას მოვუწოდებ,იმ პერსპექტივით შევხედოთ საკითხს, რომ არ იყოს რადიკალური პოლუსები აქაც და შევძლოთ შეთანხმების მიღწევა, რაც ყველას ინტერესშია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. სახალხო დამცველობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ობიექტური მიზეზის გამო მოუწია გრაფიკის გახანგრძლივება. გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვიზიტში იმყოფებოდნენ. საქართველოში არ იყო ოპოზიციონერი რამდენიმე დეპუტატიც. შალვა პაპუაშვილის თქმით, გაიმართება პოლიტიკური  კონსულტაციები და პროცესიც შესაბამისად დაიგეგმება.…

მეტი...

სტამბოლში ტერაქტის დროს ასაფეთქებლად ტროტილი გამოიყენეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის დროს ასაფეთქებლად ტროტილი გამოიყენეს.  სულეიმან სოილუს თქმით, სამართალდამცველებმა დააკავეს ტერაქტის მოწყობასთან დაკავშირებული 46 ეჭვმიტანილი. „მათ შორის იყო ტერორისტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ტერაქტის შემსრულებლის ლიკვიდაცია. ის რომ არ დაგვეკავებინა, უკვე დღეს გაიქცეოდა საბერძნეთში“, – განაცხადა სოილუმ. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს. ცნობისთვის, 13 ნოემბერს მომხდარს ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 81 მოქალაქე.

მეტი...

,,პუტინს კრიტიკის მოსმენა არ სურს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კარგი იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტი ”დიდი ოცეულის” სამიტს დასწრებოდა. მისი თქმით, პუტინს კრიტიკის მოსმენა არ სურს. ,,კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე ჩამოსულიყო, თუმცა მაშინ, ის უნდა აღმოჩენილიყო იმ კითხვებისა და კრიტიკის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს, ამიტომ არ არის ის აქ”, – განაცხადა შოლცმა. შოლცის თქმით, სამიტზე პუტინის არყოფნა სხვა ქვეყნებს ხელს არ შეუშლის, რომ გააკრიტიკონ რუსეთის აგრესიული ომი, მოუწოდონ მას გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან და შექმნან პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.  

მეტი...

,,საგარეო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს”- ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით,  საგარეო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს. მისი თქმით, მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება. „საგარეო ვალთან მიმართებით ქვეყანას ძალიან დიდი პროგრესი აქვს. იცით, რომ საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60-პროცენტიან ნიშნულს, გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. უკვე მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და დაახლოებით 39.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. შემცირება დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით არის და ითვლება, რომ ამ მიმართულებით კონსოლიდაცია მნიშვნელოვნად მოხდა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მეტი...

,,ქველმოქმედს, მეცენატს, ადამიანს, რომელსაც უბრალოდ, უყვარს ეს ქვეყანა არაკეთილმოსურნეები ოლიგარქად მოიხსენიებენ”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები პოლიტიკური და ფინანსური შანტაჟით მშვიდობას ვერ დაარღვევენ, ვერ შეაჩერებენ ეკონომიკურ წინსვლას და ვერც ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს, საქართველო გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ფინანსური შანტაჟისა და სერიოზული ფინანსური სირთულეების შექმნის ფონზეც აგრძელებს. „სწორედ ასეთ ადამიანს – ქველმოქმედს, მეცენატს, ადამიანს, რომელმაც კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ბუნების ფასი და უბრალოდ, უყვარს ეს ქვეყანა, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ოლიგარქად მოიხსენიებენ. ამის მიზეზი არის არა ის, რომ ეს ადამიანები…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 20 საკითხი განიხილეს. განსახილველი საკითხები წარადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა.

მეტი...

,,პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს. ევროკავშირი აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერში“ წერს. ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით,  სასურსათო დახმარება 210 მილიონი ევროთი გაიზრდება. „ეს განსაკუთრებული „დიდი ოცეულია“. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთის ომის გლობალური შედეგები სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით და ამავდროულად გავაგრძელოთ გლობალური დღის წესრიგი. ეს არის გამოწვევა, რომლისთვისაც ევროპა მზად არის. ყველა სხვა გლობალურმა ძალამ ასევე უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

,,არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს”- თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, აშშ-თან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მისი თქმით, თურქეთი არ იღებს აშშ-ის საელჩოს სამძიმარს და უარყოფს მას. „მივიღეთ გადმოცემული გზავნილი. მე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, არ ვიღებთ და უარვყოფთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს. ალიანსი სახელმწიფოსთან, რომელიც სენატიდან ამ ჯგუფებს ფულს უგზავნის, კვებავს ქობანის ტერორისტულ ზონებს, რომელთა მიზანი თურქეთის მშვიდობის დარღვევაა, უნდა იყოს განხილული. ეს არის ღია და ცხადი. ჩვენ არ ვართ ვინმეს მტერი, არავის მიწაზე არ დაგვიდგამს თვალი, არავის ვღალატობთ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ცხადია, ჩვენ ვერ ავიტანთ ღალატს“,…

მეტი...

,,კომენტარის გარეშე ვტოვებთ, ეს რუსეთის ტერიტორიაა”- პესკოვი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გათავისუფლებულ ხერსონში ჩასვლას ეხმიანება.. ჟურნლისტებმა მას ჰკითხეს, თუ როგორ აფასებს კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლის შესახებ ცნობებს და მიიჩნევენ თუ არა ამას “კიევის პროვოკაციად”. “ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ, თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია”, – განაცხადა პესკოვმა. ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა – (mcm.ge)

მეტი...

ახალციხეში ჩაფიძის ცენტრმა საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 136-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია ახალციხის მუნიციპალიტეტის 140 მკვიდრს. აქედან – 30 ვეტერანს, 48 ვეტერანის ოჯახის წევრს და 62 ადგილობრივ მაცხოვრებელს. სულ განხორციელდა 420 სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო…

მეტი...

გოგი წულაიას ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს, პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგარი ქმედებისთის ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხევდრაზე გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ  დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი…

მეტი...

,,მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო” – ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

,,ვიბრუნებთ ტერიტორიებსა და უკრაინის დროშებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ. როგორც პოლიტიკოსს მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო, ჩემთვის ეს მოტივაციაა,”- ამის შესახებ გათავისუფლებულ ხერსონში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: ,,თქვენ საომარი მოქმედებების ზონაში ჩამოხვედით. ახლოს მდინარე დნეპრია, რომლის მეორე ნაპირზე რუსები არიან. შეგეძლოთ პრეზიდენტის ოფისიდან მიმართვა გაგევრცელებინათ, თუმცა თქვენ ჩამოხვედით.  რატომ იყო აქ ჩამოსვლა მნიშვნელოვანი? ,,გულწრფელად გეტყვით, რომ აქ ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯარისკაცები, ჟურნალისტები, მოქალაქეები რისკავენ საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნით. აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ…

მეტი...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას განიხილავს

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებას განიხილავს. მისი თქმით, დღეს ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ მისიას აამოქმედებს, რომლის ფარგლებში 15 000 უკრიანელი ჯარსიკაცი გაივლის წვრთნას. „ჩვენ გვაქვს რეაგირება, მივყვებით პროცედურებს. წევრი ქვეყნები წარადგნენ წინადადებას, რასაც შევისწვალით, გაიმართება კონსულტაციები საკანონმდბელო უწყებების წარმომადგენლებთან, შემდეგ წავიწევთ წინ, მაგრამ იყავით დარწმუნებული, რომ ჩვენ არ ვჩერდებით“, – განაცხადა ბორელმა.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა

,,ჩვენ წინ მივდივართ.  ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამ სიტყვებით, გათავისუფლებულ  ხერსონში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარებს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინს მხარდაჭერისთვის. ცნობისთვის,  9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს ხერსონი უკრანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, ქალაქში სამხედრო ქვედანაყოფები შევიდნენ.  

მეტი...

,,მანჯგალაძე 10 კაცს თავის დაბადების დღეზე ვერ შეკრებს, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო”- ალუდა ღუდუშაური

,,10 კაცს ვერ შეკრებს თავის დაბადების დღეზე მანჯგალაძე, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო,” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აქციასთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას. მისი თქმით, მანჯგალაძემ 100 კაცი რესტორანში შეკრიბოს და მერე გააკეთოს აქცია. „კარგი ძმაო, „რახამც“ შენ იტყვი-თქო. ჯერ პაატა მანჯგალაძე ვინ არის და მისი დაძახებული ასი ათასი კი არა… პაატა მანჯგალაძეს გადაეცით, რომ 100 კაცი თავის დაბადების დღეზე რესტორანში შეკრიბოს და მერე დაუძახოს ხალხს და მერე გააკეთოს აქცია”, – განაცხადა ღუდუშაურმა. ,,ქუჩაში პირველი გავალ მე, რომ პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას”- პაატა მანჯგალაძე – (mcm.ge)

მეტი...

სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Associated Press-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდონეზიაში ჩასვლისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას მედია ინდონეზიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატი საკურორტო კუნძულზე მკურნალობდა. როგორც წყაროები აცხადებენ, ლავროვი გულის პრობლემებზე მკურნალობდა. ცნობისთვის, ლავროვი ბალიზე ”დიდი ოცეულის” სამიტს უნდა დაესწროს.

მეტი...

,,მერიის რომელი პროექტი ყოფილა მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველი?”- კახა კალაძე

,,რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხისშემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მასსა  და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების დროს განაცხადა. ლაშა ფარულავას განცხადებით, ავლაბარში სავაჭრო მოედნის მშენებლობის ფარგლებში 18 მეტრის გათხრა იგეგმება, რაც  საფრთხისშემცველია. ,,ავლაბრის მოედანზე, ჩვენს პირდაპირ დაგეგმილია ამ სავაჭრო მოედნის მშენებლობა. პროექტში პირდაპირ წერია, რომ 18 მეტრი უნდა გათხაროს კომპანიამ, ეს არის საფრთხისშემცველი, როგორც მეტრო-სადგურისთვის, ასევე აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მერისგან რეაგირებას, რომ შეჩერდეს აღნიშნული პროექტი და გადაიხედოს თავიდან ბოლომდე”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ. თბილისის მერის თქმით, ”კვლევების შედეგად…

მეტი...

კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა პარტიის გადასაწყვეტი არ არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გადაყვანა პარტიის გადასაწყვეტი არ არის. „ეს არ არის პარტიის გადასაწყვეტი. სააკაშვილი ციხეში იმყოფება და სასჯელს იხდის, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე“,- განაცხადა კალაძემ.

მეტი...

სატყეო განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა სატყეო მიმართულებით უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გახსნეს. „საქართველოს ტყე განსაკუთრებული ეროვნული ფასეულობაა და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ჩამოვაყალიბოთ ტყის მდგრადი მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას და რესურსების რაციონალურ გადანაწილებას. ამ მიზნების მისაღწევად კი, აუცილებელია მაღალკვალიფიციური, დარგის მცოდნე კადრების არსებობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევების ჩატარება”, -განაცხადა…

მეტი...

გომის მთაზე სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების 6 ფაქტი გამოვლინდა

პროკურატურამ დაბა გომისმთაზე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 6 ფაქტი გამოავლინა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 6 პირს წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. ”აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე ექვს მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 166 209 ლარის ზიანი მიაყენეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის…

მეტი...