,,ფაშინიანი მზად არის, შეხვდეს ილჰამ ალიევს ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით”- სომხეთის საგარეო უწყება

,,ერევანი მზადაა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრისთვის ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ სომხური მხარე შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბერს შეხვედრისთვის პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, – აღნიშნა ჰუნანიანმა.

მსგავსი თემები