მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში სასულიერო პირების პრორუსულ პროპაგანდასთან კავშირის ნიშნები აღმოაჩინეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩატარებული ჩხრეკისას, სასულიერო პირების პრორუსული პროპაგანდის წარმოებასთან კავშირის ნიშნები აღმოაჩინეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეპარქიის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილია ეპარქიის ხელმძღვანელობის მოსკოველ კურატორებთან მიმოწერა, რომელიც შეიცავდა ლიტურგიის ჩატარების ინსტრუქციებს.

,,აღმოჩენილია, ასევე კრემლის მხარდაჭერილი ლიტერატურის საწყობები და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ პირთა დოკუმენტების ციფრული ასლები”- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მიმდინარე კვირას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის პეჩერის ლავრაშიც ჩაატარა ჩხრეკა.

მსგავსი თემები