გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს

გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ.

შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, მნიშვნელოვნად გააადვილოს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნები – ამის შესახებ Deutsche Welle გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით წერს.

პროექტის მიხედვით, გერმანიაში დაბადებული უცხოელი მშობლების შვილებმა ავტომატურად უნდა მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს „ლეგალური საცხოვრებელი“ გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში.

მსგავსი თემები